დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

ანრი ოხანაშვილი - რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს ამბობდნენ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობაზე, ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან წითელი ბარათი უჩვენეს

ნახვები: 415 ანრი ოხანაშვილი - რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს ამბობდნენ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობაზე, ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან წითელი ბარათი უჩვენეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ჩასვლას, საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომას, სამუშაო შეხვედრებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირს შორის მჭიდრო, საიმედო, პარტნიორულ თანამშრომლობას.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, იმ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს ამბობდნენ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობაზე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი.

„ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა არის დიდი მონაპოვარი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. ასევე, მოვისმინეთ შეფასებები, რომ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე სრულიად ოპოზიციურ სპექტრს. მოვისმინეთ მოწოდებები, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს ნიშნავს, რომ იმ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უარს ამბობდნენ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი, რომ ისინი არ არიან მოწადინებულნი ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და საბოლოოდ, ევროკავშირში წევრობის მინიჭებისთვის. ეს არის სამწუხარო ფაქტი, თუმცა ეს მოხდა და რადიკალურმა ოპოზიციამ წითელი ბარათი მიიღო უმაღლესი ტრიბუნიდან“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა