თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

ნახვები: 311 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, - ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, რომელმაც სხდომაზე ცვლილებების პროექტი წარადგინა.

მისი თქმით, აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 000 ლარით გაიზარდა და 414 221 900 ლარს მიაღწია.

„რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობის გახდა, მიუხედავად პანდემიისა. ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია პრივატიზებიდან მისაღები თანხებით, რაც 57 189 400 ლარს შეადგენს. გაიზარდა მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსება, რომლითაც სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება. პარალელურად, აჭარაში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც", - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

ამასთან, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას ესწრებიან ქობულეთის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბობოყვათში აუქციონზე 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გატანას აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ გასაყიდად გატანილი მიწა მათი საკუთრებაა. აუქციონის შეჩერების მოთხოვნით, მათ რამდენჯერმე მოაწყეს საპროტესტო აქცია, გადაკეტეს რკინიგზის მაგისტრალიც. ისინი დღეს მინისტრთან გასაუბრებას ცდილობენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა