ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

გიორგი კახიანი - ოპოზიცია ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევაზე ცვლილებებს მხარს არ უჭერს პოლიტიკურად და არა იმიტომ, რომ კანონთან კითხვები აქვთ, ეს არის აბსურდული ნაბიჯები მათი მხრიდან

ნახვები: 355 გიორგი კახიანი - ოპოზიცია ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევაზე ცვლილებებს მხარს არ უჭერს პოლიტიკურად და არა იმიტომ, რომ კანონთან კითხვები აქვთ, ეს არის აბსურდული ნაბიჯები მათი მხრიდან

ოპოზიცია ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესზე ცვლილებებს პოლიტიკურად არ უჭერენ მხარს და არა იმიტომ, რომ კანონთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, ეს არის აბსურდული, არაადეკვატური და არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, ოპოზიციამ კანონპროექტს პირველი მოსმენის დროს მხარი დაუჭირა, უფრო მეტიც, მეორე მოსმენის დროს კომიტეტზე მხარი დაუჭირეს, თუმცა ამის შემდეგ სახალხო დამცველის განცხადება იყო და ფაქტობრივად, ეს იყო მოწოდება ოპოზიციური ჯგუფების მიმართ, რომ მხარდაჭერა არ ჰქონოდა ამ კანონს.

„სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ ოპოზიციამ ცვლილებებს მხარი აღარ დაუჭირა. ალბათ, ეს არის ის მცდელობა, რომ ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სრულდება, ისე წარმოაჩინონ, თითქოს, ბოლომდე არ არის შესრულებული და უნდათ, გარკვეული ჩრდილი მიადგეს ამ პროცესს. ეს იქნება უსუსური მცდელობა, რადგან კანონპროექტი სრულიად გამართულია და ოპოზიციას კითხვებიც კი არ რჩება. ისინი ამბობენ, რომ ცვლილებებს მხარს პოლიტიკურად არ უჭერენ და არა იმიტომ, რომ კანონთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, ეს არის აბსურდული, არაადეკვატური და არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან“, – განაცხადა კახიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა