ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience

მევლუთ ჩავუშოღლუ - სომხეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და ყურადღება გაამახვილოს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაზე

ნახვები: 552 მევლუთ ჩავუშოღლუ - სომხეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და ყურადღება გაამახვილოს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთს პროვოკაციების შეწყვეტისკენ და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერში“ წერს.

„განვიხილე ჩემს ძმასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სომხეთის პროვოკაციები აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე. სომხეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და ყურადღება გაამახვილოს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაზე“, – წერს ჩავუშოღლუ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. სომხეთი აზერბაიჯანს დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულ ჯგუფებს აზერბაიჯანს არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში და სასაზღვრო რაიონების დანაღმვაში ადანაშაულებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა