მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გიორგი ვაშაძე - ამ ოროსნებმა ჯერ ტერმინოლოგია ისწავლონ და წესიერად ახსნან, რას გულისხმობენ არჩევნების ელექტორონულად ჩატარების ინიციატივაში

ნახვები: 401 გიორგი ვაშაძე - ამ ოროსნებმა ჯერ ტერმინოლოგია ისწავლონ და წესიერად ახსნან, რას გულისხმობენ არჩევნების ელექტორონულად ჩატარების ინიციატივაში

ამ ოროსნებმა ჯერ ტერმინოლოგია ისწავლონ და წესიერად ახსნან, რას გულისხმობენ საკუთარ ინიციატივაში. ტექნოლოგიებში ტრეინინგი შემიძლია ჩავუტარო. პოლიტიკიდან პენსიაში რომ გავლენ, მაშინ მაინც ჩავუტარებ. ეს უნდა იყოს დანერგილი არა 70 პროცენტში, არამედ 100-ში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევნებზე არანაირი ტექნოლოგიების დანერგვას არ აპირებს.

ეს არ არის ელექტრონული არჩევნები. თუ კობახიძეს უნდა, ჩავუტარებ ტრეინინგს ელექტრონულ არჩევნებზე. ეს არის ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში. ელექტრონული არჩევნები არის ონლაინ არჩევნები. რაც შეეხება კიდევ ერთ თაღლითობას, რაც ირაკლი კობახიძეს, პრორუსული პარტიის თავმჯდომარეს ახასიათებს, რა გამოგვიცხადა გუშინ? მან კარგად იცის, რომ ტექნოლოგიების დანერგვას გვერდს ვერ აუვლის და თქვა, რომ 70 პროცენტში დავნერგავო. რომელ 70 პროცენტში ნერგავს? – სადაც ხმების გაყალბება ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ დანარჩენ 30 პროცენტში, რომლითაც არჩევნებს აბალანსებენ, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებში არანაირი ტექნოლოგიების დანერგვას არ აპირებენ. ამ ოროსნებმა, ჯერ ტერმინოლოგია ისწავლონ და წესიერად ახსნან, რას გულისხმობენ საკუთარ ინიციატივაში. ტექნოლოგიებში ტრეინინგი შემიძლია ჩავუტარო. პოლიტიკიდან პენსიაში რომ გავლენ, მაშინ მაინც ჩავუტარებ. ეს უნდა იყოს დანერგილი არა 70 პროცენტში, არამედ 100-ში“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა