მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა

ნახვები: 456 აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული.

მედიის ცნობით, დაზვერვის სამსახურს არ გამოუქვეყნებია კონკრეტული ქვეყნების ან პოლიტიკოსების სია, თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები ოთხ კონტინენტს მოიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ „აისბერგის ზედა ნაწილია“ და სავარაუდოდ რუსეთი საიდუმლოდ ახორციელებდა დამატებითი თანხების გადარიცხვებსაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომლის სახელი არ სახელდება, აღნიშნა, რომ ამჟამად დაზვერვის სამსახური ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნებს, სადაც რუსეთი საიდუმლო დაფინანსებას ახორციელებდა.

მისივე ცნობით, რუსეთმა დაახლოებით 500 ათასი დოლარი დახარჯა ალბანეთში ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის დასაფინანსებლად 2017 წელს და ასევე აფინანსებდა პარტიებს ბოსნიაში, მონტენეგროსა და მადაგასკარში. გარდა ამისა, კრემლი ბრიუსელს იყენებდა სხვადასხვა ფონდის შესაქმნელად, საიდანაც ახდენდა ულტრამემარჯვენე კანდიდატების მხარდაჭერას. ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ ფიქტიური კომპანიები გამოიყენებოდა ევროპული პარტიების დასაფინანსებლად და სხვადასხვა ქვეყანაში გავლენის მოსაპოვებლად.

როგორც „ბიბისი“ წერს, რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე კი, მოსკოვმა არაერთხელ დაადანაშაულა აშშ, კერძოდ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა