მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

შსს-ის ცნობით, 14 სექტემბრიდან კატარი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს აღიარებს

ნახვები: 453 შსს-ის ცნობით, 14 სექტემბრიდან კატარი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს აღიარებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კატარი 14 სექტემბრიდან საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს აღიარებს.

შსს-ის ცნობით, გადაწყვეტილება კატარში ბინადრობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამარტივებული წესით შეცვლას გულისხმობს.

”კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ კატარის ბინადრობის მოწმობას, ყოველგვარი დამატებითი ტესტირების და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლას და შესაბამისი კატეგორიის კატარული მართვის მოწმობის აღებას.“ - აცხადებს უწყება.

შსს-ის ცნობით, საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც კატარში ტურისტულად იმყოფებიან, საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გარდა უნდა ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ საერთაშორისო მართვის მოწმობასაც, რითაც კატარში ჩასვლიდან 3 თვის განმავლობაში ისარგებლებენ. 

მართვის მოწმობის შესაცვლელად კი, შსს-ის ცნობით, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა კატარის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისს უნდა მიმართონ.

შსს აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს და კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით მიიღეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა