თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მამუკა ხაზარაძე - ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, არანაირი 90 ხმა საჭირო არაა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე და ამ უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვდგები

ნახვები: 328 მამუკა ხაზარაძე - ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, არანაირი 90 ხმა საჭირო არაა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე და ამ უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვდგები

ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, არანაირი 90 ხმა საჭირო არაა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე და ამ უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვდგები, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, სადაც დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს განიხილავენ.

ხაზარაძის თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება მართლმსაჯულებას დაემალო.

„ჩვენს ფრაქციაში ცოტა განსხვავებული აზრი გვაქვს ამ საკითხზე, მე ვფიქრობ, დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს საერთოდ იმუნიტეტი იმის მიუხედავად, რომ მე პირადად განვიცადე და განვიცდი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რომელიც ჩემს და ბადრი ჯაფარიძის საქმეზეა. ამიტომ, ახლავე ვაცხადებ, რომ არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ და ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური პროკურატურა, ნორმალური, საერთაშორისო დონის სასამართლო და დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს იმუნიტეტი, რომ დაიცვას თავი. როცა ამას მივაღწევთ, მაშინ გვექნება ნორმალური ქვეყანა, ამიტომ ახლა ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება და მე ამ მიდგომის მესმის, რომ ტრადიცია არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ტიპის კანონმდებლობის და გაზრდის (ხმათა რაოდენობის) წინააღმდეგი ვარ, რადგან პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც შეიძლება დაემალო მართლმსაჯულებას. ამიტომ მე პირველი ვაცხადებ, რომ მე ვიქნები პირველი, რომ ხვალ თუ ეს საკითხი დადგა, არანაირი კენჭისყრა, არანაირი 90 ან 100 ხმა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე და ამ უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვდგები, რადგან სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და თქვენც მოგიწოდებთ ვიფიქროთ სასამართლოს, პროკურატურის გაუმჯობესებაზე და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებაზე,"- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიხედვით, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 - არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა