ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

გლდანში, თბილისის შემოვლით გზაზე სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოვლინდა

ნახვები: 508 გლდანში, თბილისის შემოვლით გზაზე სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოვლინდა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კრიმინალური პოლიციის დახმარებით, გლდანში, თბილისის შემოვლით გზაზე დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოავლინა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

უწყების ცნობით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე შპს „ეკომედის“ მანქანით, სამედიცინო ნარჩენები სისტემატურად იყრება.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა. მან კომპანიის ბრალეულობა უარყო და პასუხისმგებლობა მძღოლს, ვ.ს.-ს დააკისრა. ვ.ს.-მ აღიარა კანონდარღვევა. კანონის თანახმად, ის დაჯარიმდა ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილით (5 000 ლარის ოდენობით).

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აღნიშნულზე ინფორმაცია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურსაც მიაწოდა. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპანიის უფლებამოსილების მოძიება სახიფათო და სამედიცინო ნარჩენების გადაზიდვაზე, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განადგურების ლიცენზიისა. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს საწარმო,სადაც უტილიზაცია უნდა განხორციელდეს“, – აცხადებენ მუნიციპალურ ინსპექციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა