ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასი რეზერვისტი იქნება გაწვეული

ნახვები: 554 სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასი რეზერვისტი იქნება გაწვეული

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 ათასი რეზერვისტი. ამის შესახებ შოიგუმ ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსულ მედიასთან ისაუბრა.

შოიგუს თქმით, რუსეთს მობილიზაციის უზარმაზარი რესურსი აქვს, რაც ჯამში თითქმის 25 მილიონ ადამიანს შეადგენს.

როგორც შოიგუმ აღნიშნა, ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარებიან ისინი, ვინც იმსახურა ჯარში, ვისაც აქვს სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. ასევე, მან განაცხადა, რომ ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ გაგზავნას სტუდენტები და წვევამდელები არ დაექვემდებარებიან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინაში ფრონტის ხაზი ათასზე მეტი კილომეტრის სიგრძისაა.

„ბუნებრივია, რაც ამ ხაზს უკან არის, უნდა გამაგრდეს, ეს ტერიტორიები უნდა გაკონტროლდეს და პირველ რიგში, სწორედ ამიტომ ხდება ეს ნაწილობრივი მობილიზაცია“, – განაცხადა შოიგუმ.

შოიგუს თქმით, დღეს რუსეთი ეომება არა იმდენად უკრაინას, არამედ „კოლექტიურ დასავლეთს“.

„დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს, რადგან ის იარაღი, რომელიც ჰქონდა უკრაინას, ის ფაქტობრივად ამოწურულა, ეს იყო ფაქტობრივად საბჭოთა იარაღი“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დასავლეთი უკრაინას დიდი მოცულობით შეიარაღებას აწვდის, ასევე კავშირის, დაზვერვის სისტემებს.

„წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს ფაქტობრივად ნატო-ს მთელი თანამგზავრული ჯგუფი, ჩვენი შეფასებით, 70-ზე მეტი სამხედრო და 200-ზე მეტი სამოქალაქო თანამგზავრი მუშაობს იმისთვის, რომ დაზვეროს ჩვენი დანაყოფების ადგილმდებარეობა“, – განაცხადა შოიგუმ.

ამასთან, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინაში დაიღუპა 5 937 რუსი სამხედრო. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური აღნიშნავს, რუსეთის ხელისუფლებამ დანაკარგების შესახებ მონაცემები მარტის შემდეგ პირველად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინაში 50 ათასზე მეტი რუსი სამხედროა გარდაცვლილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა