მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

„როიტერის“ ინფორმაციით, ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა, მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის

ნახვები: 479 „როიტერის“ ინფორმაციით, ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა, მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის

ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით, გაჟონვა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, გაჟონვა ერთმანეთთან ახლოს მდებარე „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე მოხდა, შვედეთის და დანიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბიორნჰოლმთან ახლოს.

ამ დროისთვის ინციდენტის ადგილიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში აკრძალულია გემების გადაადგილება.

„გუშინ რუსეთსა და დანიას შორის მდებარე ერთ-ერთ გაზსადენზე, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აღმოჩენილ იქნა გაჟონვა. გაზსადენი არ ფუნქციონირებს, მაგრამ დატუმბულია გაზით, რომელიც მიედინება. დღეს შესაბამისმა სამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორი გაჟონვა მოხდა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ზეც, რომელიც არ ფუნქციონირებს, მაგრამ დატუმბულია გაზით“, – განაცხადა დანიის ენერგეტიკის მინისტრმა დენ იორგენსენმა.

მედიის ცნობით, გაჟონვის აღმოჩენის მომენტში, ევროპას არც ერთი რუსული გაზსადენით არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი, თუმცა როგორც ჩანს, ორივე გაზსადენში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია წნევა.

„არის „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ორი მილი – ერთი შვედეთის ეკონომიკურ ზონაში, ხოლო მეორე დანიის ეკონომიკურ ზონაში. ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვაკვირდებით, რომ არც ერთი გემი არ მიუახლოვდეს ამ ადგილს“, – განაცხადეს შვედეთის საზღვაო სააგენტოში.

როგორც „როიტერი“ წერს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ევროპასა და მოსკოვს შორის ენერგეტიკული ომის ესკალაცია გამოიწვია, რამაც დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკებზე იმოქმედა და გამოიწვია ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრი ზრდა. მომხდართან დაკავშირებით, რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომში“ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა