ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ნიკა ობოლაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ღრმა კრიზისში, რასაც სჭირდება დაძლევა, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება

ნახვები: 632 ნიკა ობოლაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ღრმა კრიზისში, რასაც სჭირდება დაძლევა, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ღრმა კრიზისში და ამ კრიზისს სჭირდება დაძლევა.

„მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც იყო ოპოზიციის ფაქტობრივი ლიდერი, ფაქტია, დატოვა ქართული პოლიტიკა. ჩვენ ახლა ვეღარ ვართ ძველ მოცემულობაში, გვჭირდება დარესტარტება და ახალი არჩევნები, ფართოდ ლეგიტიმაციის აღება ხალხისგან“, – აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.

ობოლაძის თქმით, პარტიამ უნდა გადაწყვიტყოს, სურთ ცვლილება, თუ დარჩენა ამ ფორმაციის პირობებში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი შანსი არ აქვს, დაამარცხოს ოლიგარქიული მმართველობა“.

ნიკა ობოლაძის შეფასებით, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა.

„გავაკეთოთ ის, რასაც ვთხოვთ ხელისუფლებას. არჩევნები უნდა იყოს ელექტრონული და ფარული, რომ ყველანაირი კითხვის ნიშნები მოიხსნას. ახლა ყველაფერი არის პარტიის თავმჯდომარის და პარტიის დანარჩენი წევრების ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა ცვლილება, თუ დავრჩეთ ამ ფორმაციის პირობებში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი შანსი არ აქვს, დაამარცხოს ოლიგარქიული მმართველობა. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ნიკა ობოლაძემ ამ თემებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ოპოზიცია კრიზისშია და ბოლო კვირების მოვლენები, ე.წ. პირადი დაპირისპირებები მხოლოდ სიმპტომია იმისა, რაც რეალურად ხდება.

„შევქმნათ ონლაინ პლატფორმა, სადაც დავარეგისტრირებთ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის არანაკლებ 10%-ს, ანუ 100 000 ან მეტ ადამიანს. ამ პლატფორმის გამოყენებით, ფარულად და ელექტრონულად ხმის მიცემის პრინციპით, ჩავატაროთ პრაიმერისები ოპოზიციის ლიდერის და მთავარი ოპოზიციური გუნდის, ოპოზიციური სამოქმედო გეგმის გამოსავლენად“, – დაწერა ნიკა ობოლაძემ. ამავდროულად, „ფეისბუქ“ პოსტში ნიკა ობოლაძე წერს: „მე ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებულ ე.წ. ჩათებს, რადგან იქ არ დევს პოლიტიკის კეთების ლეგიტიმაცია, ლეგიტიამცია ხალხშია და პოლიტიკოსებმა ის არჩევნებით უნდა მოვიპოვოთ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა