მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ალუდა ღუდუშაური - გუშინ მამუკა ხაზარაძე ჩანთას ალაგებდა და პარლამენტიდან მიდიოდა, დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს

ნახვები: 361 ალუდა ღუდუშაური - გუშინ მამუკა ხაზარაძე ჩანთას ალაგებდა და პარლამენტიდან მიდიოდა, დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს

გუშინ მამუკა ხაზარაძე ჩანთას ალაგებდა და მიდიოდა პარლამენტიდან, დღეს არის და საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს - არათანმიმდევრულობის კლასიკური ნიმუშია ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადებები,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, ხოლო "მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ სასამართლო მოსამართლეების გარეშე უნდა დარჩეს".

"მამუკა ხაზარაძე ყოველდღიურად ახალ - ახალი ინიციატივებით გამოდის, გუშინ ბატონი მამუკა ჩანთას ალაგებდა და მიდიოდა პარლამენტიდან, დღეს არის და საგამოძიებო კომისიის შექმნას გვთავაზობს და წარმოუდგებელია, რომ თუ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აპირებ, როგორ უნდა შექმნა საგამოძიებო კომისია. ამიტომ არათანმიმდევრულობის კლასიკური ნიმუშია ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადებები.

ჩვენ "ქართული ოცნება" პირნათლად და ზედმიწვენით ვასრულებთ ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც გაწერილია მიშელის დოკუმენტში. შეთანხმებაში არსად წერია, რომ სასამართლო უნდა დაიხუროს და დარჩეს მოსამართლეების გარეშე. დიახ, შეჩერდა პროცესი, ორი კვირის განმავლობაში, ნახეთ, ახალ კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა წარედგინათ განაცხადები, გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა და გავატარეთ კანონმდებლობაში. ამდენად, მთელი რიგი საკითხები, რაც მიშელის დოკუმენტში იყო, პრაქტიკულად არის შესრულებული,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა