დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

სერგეი ნარიშკინი - რუსეთის საგარეო დაზვერვას აქვს მასალები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე ტერაქტის დროს დასავლეთის კვალზე მიუთითებს

ნახვები: 570 სერგეი ნარიშკინი - რუსეთის საგარეო დაზვერვას აქვს მასალები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე ტერაქტის დროს დასავლეთის კვალზე მიუთითებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს აქვს მასალები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე მომხდარი ტერაქტის დროს დასავლეთის კვალზე მიუთითებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, მილსადენებზე მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტია.

„ჩემი აზრით, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს ამ საერთაშორისო ტერორისტული აქტის ნამდვილი შემსრულებლების და ორგანიზატორების დასამალად. გაზსადენებზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთში გამოძიება მიმდინარეობს“, – თქვა სერგეი ნარიშკინმა.

პარალელურად, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა თქვა, რომ მილსადენების აფეთქებით სარგებლის მთავარი მიმღები არის აშშ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა