თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მიერ გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა სწრაფად გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება, აღდგენა და შარშან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ

ნახვები: 454 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მიერ გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა სწრაფად გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება, აღდგენა და შარშან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ

მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ დაახლოებით, როცა პანდემია მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ, რა დროსაც ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით და გაიზარდა მთავრობის ვალი.

„მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ დაახლოებით, როცა პანდემია მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ, ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით და ამან გამოიწვია ეკონომიკური ვარდნა, ჩვენი შემოსავლების შემცირება, გაღარიბება, უმუშევრობის ზრდა და ა.შ. ამავდროულად, გახსოვთ, რომ მაშინდელმა მთავრობამ აიღო საკმაოდ დიდი ვალი, მთავრობის ვალი გაიზარდა და შეადგინა მშპ-ს 60%-ზე მეტი, ანუ 60%-ს გადააჭარბა მშპ-სთან მიმართებაში მთავრობის ვალმა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მაშინ იყო 9.3 %. ეკონომიკური რეცესია გახსოვთ, რომ გაგრძელდა შარშან პირველ კვარტალშიც და რეალური ეკონომიკა 4.1 %-ით შემცირდა, თუმცა ვიცით, რომ ჩვენს მიერ გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებაც, აღდგენა და ძალიან ძლიერი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ შარშან. შეგახსენებთ, 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ შეადგინა 10.4% რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევძელით 2020 წელს მიღებული დანაკარგის სრული აღდგენა, არამედ 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის დონის 2.9 %-ით გაზრდაც შევძელით. შარშან გახსოვთ, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაციაც მოვახერხეთ, კერძოდ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოცდა მშპ-ს 50%-იან ნიშნულს, 10%-იანი კლება, შემცირება იყო მთავრობის ვალის,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა