დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოდესაში ვიზიტის დროს, ქალაქის დაბომბვის გამო თავშესაფარში ორჯერ ჩაიყვანეს

ნახვები: 631 გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოდესაში ვიზიტის დროს, ქალაქის დაბომბვის გამო თავშესაფარში ორჯერ ჩაიყვანეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოდესაში ვიზიტის დროს, ქალაქის დაბომბვის გამო თავშესაფარში ორჯერ ჩაიყვანეს. პირველ ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, კრისტინ ლამბრეხტი, თავის უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან შეხვედრისას, იძულებული გახდა 45 წუთის განმავლობაში ჩასულიყო ბუნკერში საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო. მეორედ საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა 2 ოქტომბერს, 01:00 საათისთვის და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი იძულებული გახდა ჩასულიყო სასტუმროს ბუნკერში, სადაც ის იმყოფებოდა. კრისტინ ლაბრეხტი სასტუმროს ოთახში 20 წუთის შემდეგ დაბრუნდა.

უსაფრთხოების მიზნით, მან უკრაინაში გამგზავრებამდე მობილური ტელეფონი ჩააბარა, რათა მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხებულიყო.

ოდესა რეგულარულად იბომბება რუსული არმიის მიერ როგორც რაკეტებით, ასევე უპილოტო თვითმფრინავებით.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა