მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა

ნახვები: 515 ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

სიტყვით გამოსვლისას ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში ახალი სიტუაცია შეიქმნა და ბაქო გამოვიდა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ინიციატივით. მან ასევე მხარი დაუჭირა თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის საერთო პლატფორმაც, რათა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, ამ პლატფორმაზე შეიძლება განიხილებოდეს ასევე ენერგეტიკის, კომუნიკაციების საკითხები და სხვა პრობლემები, რომლებიც საერთო ინტერესში შედის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა