მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

„როიტერი“ - ლიზ ტრასი რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო იერიშების შემდეგ, ნატო-ს ლიდერების საგანგებო შეხვედრის მოწვევას მოითხოვს

ნახვები: 561 „როიტერი“ - ლიზ ტრასი რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო იერიშების შემდეგ, ნატო-ს ლიდერების საგანგებო შეხვედრის მოწვევას მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე ინტენსიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, ნატო-ს ლიდერების საგანგებო შეხვედრის მოწვევას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფისის ცნობით, დღეს დაგეგმილ სხდომაზე ლიზ ტრასი „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მოუწოდებს, რომ უკრაინის მხარდაჭერაში სიმტკიცე შეინარჩუნონ და ნატო-ს ლიდერების სხდომის მოწვევას მოითხოვს.

როგორც ლიზ ტრასმა განაცხადა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდება, არის შანსი, რომ მათ დაადასტურონ ინტერვენციის წინააღმდეგ ერთიანობა.

„არავის უნდა მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენი მხრიდან, ჩვენ იოტისოდენა ყოყმანიც კი არ უნდა გვქონდეს ჩვენს მტკიცე მზადყოფნაში, დავეხმაროთ მას გამარჯვებაში“, – ნათქვამია ტრასის განცხადებაში, რომლის წარმოთქმასაც, „როიტერის“ ცნობით, ის „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრაზე აპირებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა