ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

კლაუს იოჰანსენი - რუმინეთი რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენი პარტნიორები ვართ ამ პროცესში

ნახვები: 460 კლაუს იოჰანსენი - რუმინეთი რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენი პარტნიორები ვართ ამ პროცესში

რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანსენის განცხადებით, მიესალმება რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას და შეიქმნა ისტორიული მომენტი ორმხრივ ურთიერთობებში.  „მინდა, მივესალმო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს რუმინეთში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუმინეთში. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენს ვიზიტ აქვს ძალიან სიმბოლური დატვირთვა, წელს სრულდება სამი ათწლეული მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუმინეთს შორის. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ისტორიული მომენტი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში, მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ამ საერთო დეკლარაციის ხელმოწერის მეშვეობით, ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ სტრატეგიულ პარტნიორობას რუმინეთსა და საქართველოში, ისე როგორც, ჩვენ ეს შევათანხმეთ 2019 წელს ნიუ იორკში.  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ასევე პირადი და სხვადასხვა ადამიანთა შორის ურთიერთობების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ევროატლანტიკური პარტნიორობის ფარგლებში, გააღრმავებს და გააუმჯობესებს მას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასევე გააუმჯობესებს უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლობას“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  ამასთან, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანსენის განმარტებით, რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება.  „მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, რომ მიიღეთ ევროპული პერსპექტივა ივნისში. რასაკვირველია, ინტეგრაცია გულისხმობს სხვადასხვა სტრუქტურულ, რთულ რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით, პოლიტიკურ სისტემაში და ძალისხმევას მოდერნიზაციის, დემოკრატიზაციის კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. კიდევ ერთხელ მინდა, დაგარწმუნოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ რუმინეთი თქვენი პარტნიორია ამ პროცესში.  გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და გადმოგცემთ განსაკუთრებულ გზავნილს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს თქვენი რეფორმების მხრივ, ამავდროულად, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებეს, ეს ხდება რა თქმა უნდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის თანახმად და ეს გახლავთ ჩვენი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება“, – აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა