მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გიორგი კაკაურიძე - გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც დასაბუთება არ დგას, საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ სატვირთოსა თუ ვაგონს

ნახვები: 561 გიორგი კაკაურიძე - გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც დასაბუთება არ დგას, საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ სატვირთოსა თუ ვაგონს

ჩვენმა ყველა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ, როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის მხრიდან, მუდმივ რეჟიმში გვაქვს თანამშრომლობა მათთან, რამდენიმე დღის წინანდელ შეხვედრებზეც აისახა და საბაჟო სამსახურს დიდი მადლობა გადაეცა ამისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

კაკურიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სატვირთო ავტომანქანამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორიაც გაიარა.

კაკაურიძის თქმით, საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ერთ ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოსა თუ ვაგონს.

„გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არანაირი დასაბუთება არ დგას. საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ერთ ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს თუ ვაგონს. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. თუმცა, ის, რომ ვიღაცამ თქვა და ამიტომ მე თავი უნდა ვიმართლო, არ ვფიქრობ, რომ თავი უნდა ვიმართლო. მე ვიცი, რომ საბაჟო საზღვარი არ გაუვლია“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა