დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

მოლდოვაში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

ნახვები: 526 მოლდოვაში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.

პრეზიდენტს კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი.

საქართველოს პრეზიდენტი კიშინეუში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში.

დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან.

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნის ფარგლებში განხორციელდა.

ფრენები გაიმართება კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა