კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს

ხატია დეკანოიძე - რეზოლუციაში სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ მოწოდება არის მძიმე ქვეყნისთვის, რადგან ფაქტია, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი პრეზიდენტი „ოცნებას“ ტყვეობაში ჰყავს

ნახვები: 612 ხატია დეკანოიძე - რეზოლუციაში სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ მოწოდება არის მძიმე ქვეყნისთვის, რადგან ფაქტია, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი პრეზიდენტი „ოცნებას“ ტყვეობაში ჰყავს

პრაქტიკულად, უკრაინის შესახებ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჩაწერა, გათავისუფლების მოწოდებაა, ეს არის მათ შორის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ფაქტია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ტყვეობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, აღნიშნული რეზულუცია უმნიშვნელოვანესია, თუმცა მას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.

„მინდა ჩვენს საზოგადოებას განვუმარტო და რეალური ინფორმაცია მივცე ევროსაპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ რეზოლუციაზე, რომელსაც საქარველოს ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობამ მხარი არ დაუჭირა. ეს არის რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, გმობს ყალბ საერთაშორისო სამართლის პრინციპებით ჩატარებულ რეფერენდუმებს, ანექსიას ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა ამ რეზოლუციას აქვს შემდეგი: პირველი, რომ იგი აღიარებს პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად და ასეთი ისტორიული ჩანაწერი არ ყოფილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეზოლუციაში, ძალიან მნიშვნელოვანია ტერორისტულ რეჟიმად აღიარება, ვინაიდან ვხედავთ დღეს დილასაც დაიბომბა კიევი, მათ შორის ირანიდან მიწოდებული კამიკაძე დრონებით და ასეთი ჩანაწერი საშუალებას აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო გაამკაცროს სანქციები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ ტერორიზმს და სამხედრო აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე.

ყველაზე ნიშანდობლივი ამ რეზოლუციაში არის მეოთხე შესწორება. მეოთხე შესწორებაში არის ჩანაწერი, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროპის საბჭო, აღიარებს რეპრესიებს, რომელიც აქვს პუტინის რეჟიმს. ამ შესწორებაში რეალურად არის მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როგორც უკრაინის მოქალაქე, ადამიანი, რომელიც არის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.  ევროსაბჭოს მიერ გაკეთებულია ძალიან ნიშანდობლივი განცხადება და მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ყარამურზასთან ერთად, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. პრაქტიკულად, უკრაინის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჩაწერა, გათავისუფლების მოწოდებაა, ეს არის მათ შორის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ფაქტია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ტყვეობაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა