მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ლევან იოსელიანი - მოსამართლეების შერჩევის პროცესი მმართველი პარტიის ხელშია, ოპოზიციის ხელში არ არის, თორემ აქამდე შევაჩერებდით

ნახვები: 299 ლევან იოსელიანი - მოსამართლეების შერჩევის პროცესი მმართველი პარტიის ხელშია, ოპოზიციის ხელში არ არის, თორემ აქამდე შევაჩერებდით

მოსამართლეების შერჩევის პროცესი მმართველი პარტიის ხელშია, ოპოზიციის ხელში არ არის, თორემ აქამდე შევაჩერებდით, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე.

იოსელიანის თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას" ასეთი დამოკიდებულება აქვს მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება.

„პარლამენტის ხელშია ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელშია. ოპოზიციის ხელში არ არის, თორემ ამას აქამდე შევაჩერებდით. სხდომაზე გუშინდელი გამოსვლა დავუთმე მხოლოდ სასამართლოზე საუბარს და მოთხოვნას პრემიერის მიმართ, რომ ეს პროცესი შეაჩეროს.

ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ამ ადამიანებს არ მოვუსმინოთ, ვთქვათ, რომ 19 აპრილის შეთანხმების რეფორმის შემდეგ კი ბატონო, მობრძანდით და წარმოადგინეთ პარლამენტში თქვენი მოსაზრებები. სამწუხაროა, რომ შეთანხმების ამ ნაწილის მიმართ „ქართულ ოცნებას" ასეთი დამოკიდებულება აქვს და უნდათ, რომ ეს ადამიანები უზენაეს სასამართლოში რამენაირად გაამწესონ.

ჩვენ შარშან ვნახეთ მათ მიერ გამწესებული ხალხი, ბევრი მათგანი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ისევ ამერიკის საელჩოს განცხადებას გავიხსენებ, ვერ აკმაყოფილებდნენ ვერც კეთილსინდისიერების და ვერც პროფესიონალიზმის კომპონენტს, მაგრამ ეს ადამიანები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ", - განაცხადა იოსელიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა