მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

ნახვები: 466 მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს.

„ტელეგრაფი“ წერს, რომ ლეიბორისტების, ჰაროლდ ვილსონისა და მანამდე უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მეორედ არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაბრუნებულა.

კონსერვატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონის პერსპექტივა „ტორების“ პარტიის ლიდერობის რბოლის ფინალურ ეტაპზე „ძალიან სერიოზულად“ უნდა იქნას მიღებული.

ვებგვერდ „ქონსერვატივ ჰოუმის“ დამფუძნებელი ტიმ მონტგომერი ამბობს, რომ ბორის ჯონსონს არა მხოლოდ 100 დეპუტატის, არამედ 140-მდე კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია.

კანდიდატებს, რომლებიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძვიან, სულ მცირე 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა