პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ანა ნაცვლიშვილი:ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებაა

ნახვები: 442 ანა ნაცვლიშვილი:ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებაა

თუ გაგრძელდება „ქართული ოცნების“ ის პოლიტიკა, რაც ივანიშვილის დაკვეთითაა, გონივრული და ლოგიკური მოლოდინია, რომ სანქციების პოლიტიკა გააქტიურდება , - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების თაობაზე განუცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებაა.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” შეფასებებს, რომ სანქციების დაწესება არის შანტაჟი, რადგან საქართველო ომში არ ჩაერთო, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან მსგავსი შინაარსის მოწოდებები არ ყოფილა.

„ცალკეული განცხადებები, რომელიც ისმის ხოლმე, რიგ შემთხვევებში მოდის კერძო პირებისგან, ექსპერტებისგან. მე ამ პოზიციებს არ ვიზიარებ, მაგრამ ეს არ არის უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია. ამის თქმის მყარ საფუძველს მაძლევს ის შეხვედრა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციას გვქონდა კიევში, ბუჩასა და ირპენში, სადაც შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა ოფიციალური პირების დელეგაციას. შეხვედრა შედგა პარლამენტის სპიკერებს შორის, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ესწრებოდა და ასევე შეხვედრა იყო სრულ დელეგაციებს შორის. ჩვენ რადას სპიკერისგან, რომელიც უკრაინის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, მსგავსი მოწოდებები არ მოგვისმენია. ასეთი მოწოდებები კერძო საუბარში პაპუაშვილთან რომ გაეჟღერებინა, ის პასუხს გასცემდა. ასე რომ, ეს თემა სპეკულაციაა და უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება სანქციებს, ეს თემა რომ დღის წესრიგშია შეუქცევადად, ეს შემდგარი ფაქტია. ეს ფაქტი დღის წესრიგში ჩასვა ევროპარლამენტის რეზოლუციამ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში არის რუსი ოლიგარქი და მის მიმართ სანქციების საკითხი უნდა იქნას განხილული ევროკავშირშიც და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებშიც. ამის გაგრძელებაა ის, რომ უკრაინის სანქციებში მოყვა ივანიშვილის ოჯახი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” შეფასებებს, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ სანქციებზე “უსუსური გადაწყვეტილება მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი და ზეწოლა საქართველოზე”.

“უნდათ, საქართველო ჩართული იყოს ომში - ეს უსუსური გადაწყვეტილებაც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი და ზეწოლა საქართველოზე, თან ცოტა კომიკური ვითარებაც არის, თუ რამე ზეგავლენა უნდათ ამით, ვთქვათ, შეიძლება ეთქვათ ბიძინა ივანიშვილი, ჯერ რა კავშირშია, მაგრამ მაინც”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა