თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თაკო ჩარკვიანი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი არ დავუჭირე, რადგან დიდი ცდომილებაა ვენეციის კომისიასთან, მოვიქეცი, როგორც პატიოსანი დეპუტატი

ნახვები: 304 თაკო ჩარკვიანი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი არ დავუჭირე, რადგან დიდი ცდომილებაა ვენეციის კომისიასთან, მოვიქეცი, როგორც პატიოსანი დეპუტატი

„კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანის განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს. მისი თქმით, მთელი რიგი პუნქტებია, რომლებიც მიშელის დოკუმენტით არ არის გათვალისწინებული.

ჩარკვიანი ამბობს, რომ ასევე მიესალმება მათ, ვინც კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

„წინააღმდეგ მივეცი ხმა, რადგან ძალიან დიდი ცდომილებაა ვენეციის კომისიასთან. არ მინდა, რომ პრეცედენტი დავუშვათ, შარლ მიშელის დოკუმენტში ის კი არ წერია, რომ ნაწილი შეასრულეთ და ნაწილი არა. დოკუმენტში წერია, რომ ის, რაც იქ არის, უნდა შესრულდეს. რეფორმები, მთელი პუნქტებია, რომელიც აცდენილია. არ მიყვარს დოკუმენტის ასე რყევა. თუ ვამბობთ, რომ ეს დოკუმენტი ამ რეფორმებით მისაღებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჩავთვალე, რომ აბსოლუტურად სადამსჯელო ოპერაცია იყო შალვა ნათელაშვილისადმი, ასევე ცესკო-ში წარმომადგენლები და 40%-იანი ბარიერი. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენ ვინ ვართ, რომ პოლიტიკოსები კომპრომისზე წავიდეთ. რა უფლება გვაქვს ჩვენ, სამომავლოდ ქვეყნის განვითარებისთვის ძლივს შექმნილი დოკუმენტი, რომლისთვისაც ვიბრძოლეთ და ძლივს მოვიპოვეთ, იქაც ახლა კომპრომისებზე მივდიოდეთ, ჩემთვის წარმოუდგენელია. მაშინ ამ დოკუმენტისთვის რატომ ვიბრძოლეთ. პირდაპირ კამათი, ორთქლის გამოშვება ყოფილიყო დარბაზში, ეგ იქნებოდა და ეგ. რატომ წავიდეთ ასეთ კომპრომისზე და ბოლომდე რატომ არ ვიბრძოლოთ. საწინააღმდეგო პოზიცია რატომ არ გამოვხატო, როდესაც ვხედავ, რომ დოკუმენტში მთელი რიგი პუნქტები არ არის გათვალისწინებული და ირღვევა. მოვიქეცი, როგორც პატიოსანი დეპუტატი. ასევე, მომეწონა ვინც თავი შეიკავა.

დაახლოებით იგივეა, რაც წინააღმდეგობა, თუმცა მე, ნატო ჩხეიძემ და როსტომმა უფრო გამოვხატეთ პოზიცია. ძალიან არ მომწონს და მწყინს ცოტა კოლაბორაციონალური დამოკიდებულება, როდესაც ასეთ ძვირფას, სამომავლოდ რეფორმირებულ დოკუმენტზეა საუბარი. იქ არაფრით უკან დახევა არ შეიძლება. ერთ-ერთმა დეპუტატმა დამიმახინჯა განცხადება, რომ თამარ ჩარკვიანმა თქვა, რევანში გაგრძელდებაო. ასეთი სისულელე რომ გაიფიქრო, ადამიანი არ იტყვი. საქართველოში დაპირისპირება და რევანში ყოველთვის გაგრძელდება თუ ჩვენ რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა არ მივიღეთ. ანუ თავისუფალი პროკურატურა, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი აუდიტი. ეს ორჯერ ორი ოთხია. ჩვენ რის გამოც 30 წელია, წრეზე დავდივართ. სამართლებრივი სისტემა წარმოუდგენელია. მხოლოდ ამ ხელისუფლების არა, ყოფილ ხელისუფლებასაც რომ მოესწრო რეფორმების გატარება, დღეს მათთვისვე უკეთესი იქნებოდა რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა. ყველა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რომ ის აუცილებლად მოვა ოპოზიციაში. პირადად მე ამიტომ ვიბრძვი. აბა, ოქტომბრის ბოიკოტი რატომ გავაკეთეთ? საარჩევნო სისტემის გამო ხომ? ჩვენ თუ ახლა საარჩევნო სისტემაში დავუშვით, რომ სრულფასოვანი, კარგი საარჩევნო რეფორმირებული სისტემა არ მივიღეთ, ისეთი, როგორსაც ჩვენ დოკუმენტი გვთხოვს, ეს კარგი არ იქნება", - განაცხადა თამარ ჩარკვიანი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა