ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

შალვა ნათელაშვილი - პარტიებმა, რომლებმაც ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება, დარჩათ ერთადერთი გზა, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას“

ნახვები: 326 შალვა ნათელაშვილი - პარტიებმა, რომლებმაც ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება, დარჩათ ერთადერთი გზა, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას“

პარტიებმა, რომლებმაც ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვას, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება, მათ არავინ არასდროს, არც ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ არ აღიქვამს ოპოზიციად, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამ წარმომადგენლებს დარჩათ ერთადერთი გზა, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას".

„პარტიებმა, რომლებმაც წუხელ ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვას და ხმა მისცეს უკვე მესამედ, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება, მათ არავინ არასოდეს, არც ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ არ აღიქვამს ოპოზიციად, დარჩათ ერთადერთი გზა, შეუერთდნენ პირდაპირ ორგანიზაციულად „ქართულ ოცნებას" და მასთან ერთად გააგრძელონ პოლიტიკური მსვლელობა. მმართველ პარტიაშიც ასეთი არავის სჭირდება", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის განმარტებით, „ლეიბორისტულმა პარტიამ" საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლება დაკარგა.

„ცესკო-ში წევრი ჩვენ არ გვყავდა, ადრე რომ გაგვიყალბეს არჩევნები. შესაბამისად, დავკარგეთ ცესკო-ში წევრის ყოფნის უფლება. როცა გადავლახეთ ბარიერი, ყველა პარტიამ მოიპოვა წევრის დანიშვნის უფლება ჩვენთან ერთად და ჩვენ მათთან ერთად. ეს უფლება დამტკიცებული იყო საერთაშორისო გარანტიებით ელჩების და ამერიკის მხარის მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებებზე. ახლა გამოვიდა ისე, რომ ყველას დაუტოვეს წევრები, ჩვენ, ვინაიდან არ შევედით პარლამენტში და არ დავემორჩილეთ ოლიგარქს, წაგვართვეს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა