სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

ეკა ბესელია:გავლენიანი ჯგუფი, რომელიც მართავს სასამართლოს, საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს

ნახვები: 690 ეკა ბესელია:გავლენიანი ჯგუფი, რომელიც მართავს სასამართლოს, საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს

„მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებლის ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა „საგანგაშო სიგნალია“ და ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ევრორეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.

ბესელია აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სამ გზავნილს ხედავს და „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს იყო ღია დემონსტრირება იმისა, რომ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფი თავის პოზიციებს არ თმობს.

„ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ იყო ღია დემონსტრირება, რომ გავლენიანი ჯგუფი, რომელიც მართავს დღეს სასამართლოს ხელისუფლებას, არ თმობს თავის პოზიციებს და საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი დღის წესრიგის შესრულებას არ აპირებს, რადგან მართლმსაჯულების რეფორმა არის მთავარი საკითხი. ეს საგანგაშო სიგნალია.

იუსტიციის საბჭოში დღეს 15 წევრის ნაცვლად 10 წევრია. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. 15-ვე წევრი უნდა იყოს არჩეული და საბჭო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს 15 წევრის ფარგლებში. მესამე წელია, რომ 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტმა გადადო. ეს იმას ნიშნავს, რომ 10 გარანტირებულ ხმას, რომელიც იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება, ე.წ. კლანი განიხილავს როგორც საფრთხეს, რათა ამ 10 ხმას არავინ გამოაკლდეს. აბსოლუტური გარანტია სჭირდებათ, რომ ათივე ხმა იქნება გარანტირებულად, წინასწარ შეთანხმებული. მურუსიძე-გვრიტიშვილის ღიად შეყვანა ასევე იყო გზავნილი, რომ ყველა უნდა გაკონტროლდეს, ამ ჯგუფის წევრებთაგან ყველა უნდა იყოს ერთგული, რათა მათ ხმას საფრთხე არ დაემუქროს, წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ეს სამი გზავნილი ამოვიკითხე. სამივე არის ნეგატიური, სახიფათო ქვეყნის იმიჯისთვის და ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულების შესრულების პროცესში არის უკუსვლის მანიშნებელი.

„ქართული ოცნება“ არ აპირებს შეასრულოს ვალდებულებები, რაც 12 პუნქტშია ჩამოყალიბებული. ნოემბერში გვექნება დიდი პრეზენტაცია, შეკრება, სადაც ევროკავშირის დღის წესრიგიდან გამომდინარე მართლმსაჯულების რეფორმაზე ვაჩვენებთ ერთიან პოზიციას, რას ითხოვს სამოქალაქო სექტორი, ექსპერტები, პროფესიული ჯგუფები, რა არის მნიშვნელოვანი ამოცანა და სად არის ერთიანი ხედვა. სამწუხაროდ, ალბათ, „ქართული ოცნება“ იქნება ყველას პირისპირ მარტო დარჩენილი და აჩვენებს, რომ არ არის მოწადინებული, რომ ეს 12 პუნქტი შესრულდეს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.

დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა