ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ხატია დეკანოიძე:საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა

ნახვები: 578 ხატია დეკანოიძე:საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა

თუ არ იქნება რეფორმები, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა - სანქციების მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პარტნიორები შეშფოთებულნი არიან ანტიდასავლური განცხადებების, ქვეყანაში რუსული ინტერესების გაძლიერებისა და ჩავარდნილი რეფორმების გამო.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების ყველაზე უფრო ღრმა შეშფოთებას იმსახურებს სამი ძირითადი საკითხი: ანტიდასავლური კამპანია, საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერება და მესამე - ჩავარდნილი რეფორმები, მათ შორის, მართლმსაჯულების და სასამართლოს კუთხით, რომელიც არის ყველაზე უფრო ნიშანდობლივი ინსტრუმენტი რეჟიმის, ხელისუფლების და ინსტრუმენტალიზაცია ამ მახინჯი სისტემის ოლიგარქიის და კლეპტოკრატიის. ამიტომ, თუ არ იქნება რეფორმები, როგორც ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა,"- განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, როცა ნედ პრაისი ამავე განცხადებაში საუბრობს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ სანქციებს დასავლეთი ხელისუფლებას არ დაუწესებს, დეკანოიძე აცხადებს, რომ სანქციების მიმართულებით ისინი იმუშავებენ.

„ჩვენი პოზიცია არის მყარი, სანქციების მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ, ეს გამოვლინდა რამდენიმე დღის წინ, ეს იქნება სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებისთვის სერიოზული პრობლემაა და ასევე საქართველოს დემოკრატიისთვის. აქ სახელმწიფოს სანქციებზე არავინ საუბრობს, აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხმარება უკრაინაში რუსეთს სამხედრო აგრესიის მიმართულებით, რა თქმა უნდა, უნდა დაუწესდეს სანქციები,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა