დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

გიორგი ვაშაძე - 3 პოლიტიკური ძალა საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით - ეს არ ნიშნავს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას

ნახვები: 444 გიორგი ვაშაძე - 3 პოლიტიკური ძალა საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით - ეს არ ნიშნავს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას

არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით სამი პოლიტიკური ძალა - იმედია, ეს წრე გაფართოვდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მისი პარტიის, ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროევროპელთა ერთობა მნიშვნელოვანია და კარი ღიაა ყველა პროევროპელისთვის.

„პროევროპელთა დიდ ერთობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ მიტაცებული სახელმწიფო დავუბრუნოთ პროევროპელ ქართველ ხალხს, ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ, მეტი ადამიანი და მეტი პარტია ერთვება. სამი პოლიტიკური ძალა, არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ეს წრე გაფართოვდება, არაპარტიული ადამიანებიც შემოვლენ, რადგან ეს არის გზა ქართველი ხალხის გამარჯვებისკენ. ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადაიდოს, რადგან დღეს სხვა ვითარებაა - ან რუსეთი ან ევროპა. რუსეთისკენ ვინც მიდის ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ.

ამ სამ პოლიტიკურ ძალას აქვს ყველაზე მეტი სინერგიული და საერთო სამოქმედო გეგმა. ეს არ ნიშნავს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას, ეს ნიშნავს სამშობლოს გადასარჩენად საერთო სამოქმედო გეგმას. ეს არის სიღრმისეული მუშაობა ქვეყნის შიგნით და გარეთ. ჩვენი ამოცანაა ყველა პროევროპელი დავდგეთ ერთად, პრორუსები კი, რომლებიც უმცირესობაში არიან, რეალურ უმცირესობაში გადავიყვანოთ.

ჩვენთვის ამ პლატფორმაზე თუ რაც გინდათ დავარქვათ, ყველა პროევროპელისთვის, როგორც პარტიისთვის, უპარტიოებისთვის, ასევე სხვა ტიპის ორგანიზაციისთვის კარი ღიაა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა