მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციური პარტიების გაერთიანების იდეამ, როგორც ჩანს, ძალიან დააფრთხო ხელისუფლება, უნდა შევქმნათ პროდასავლური პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შემოვიდეს

ნახვები: 502 პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციური პარტიების გაერთიანების იდეამ, როგორც ჩანს, ძალიან დააფრთხო ხელისუფლება, უნდა შევქმნათ პროდასავლური პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შემოვიდეს

ხელისუფლების ამოცანაა, რუსეთთან საქართველო პირისპირ მარტო დატოვოს, გადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს არა პარტიების გაუქმება, არამედ უნდა შევქმნათ პროდასავლური პლატფორმა, სადაც ნებისმიერ პარტიას და ადამიანს შეუძლია, შემოვიდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების იდეამ, როგორც ჩანს, ძალიან დააფრთხო ხელისუფლება და ახლა აღვირახსნილი პროპაგანდა მიდის, რომ ოპოზიცია დაიშლება.

„გვაცადეთ, თუ დაიშლება, რას ნერვიულობენ, ვერ მივხვდი. ზუსტად ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი ინტეგრაციის პროცესი არ აინტერესებს. მათი ამოცანაა, რუსეთთან საქართველო პირისპირ მარტო დატოვონ და რუსეთის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდეს. შესაბამისად, საფრთხის ქვეშაა საქართველოს თავისუფლება. გადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს არა პარტიების გაუქმება, არამედ უნდა შევქმნათ პროდასავლური პლატფორმა, სადაც უნდა შემოვიდეს ნებისმიერი პარტია და ადამიანი, ვინც თვლის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. „ქართული ოცნება“ ნერგავს, რომ შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველ ჭირს. ვისთვისაც საქართველოს მომავალი სულერთი არ არის, უნდა შემოგვიერთდეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა