პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

რომან გოცირიძე - პრაიმერისი იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის

ნახვები: 437 რომან გოცირიძე - პრაიმერისი იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის

პრაიმერისი იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის - არ მგონია, ეს სერიოზული იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 600 000 ამომრჩეველი ჰყავს და პრაიმერისის დროს ნებისმიერი გამოკითხვა მათი გამარჯვებით დასრულდება.

გოცირიძე იმასაც ამბობს, რომ მზად არიან ოპოზიციასთან კოორდინაციასა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ არა მექანიკური გაერთიანებისთვის.

„როგორც მოვისმინეთ, მთავარი იდეა არის ის, რომ ოპოზიცია ერთი საარჩევნო ნომრით, ერთი ოპოზიციური სიით - ოღონდ ამ სიაში ყველა პარტია არ იქნება შერჩეული - ერთ ბლოკად გავიდეს, თუმცა ბლოკი კანონში არ არის. ერთ ქვაბში ყველას ჩაყრის იდეას ჩვენ არ ვემხრობით. ჩვენ ვართ თანამშრომლობის, კოორდინაციის, ოპოზიციის ფართო ფრონტით საარჩევნო პროცესში შევლის მომხრე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ ჭერქვეშ უნდა გაერთიანდეს. მთავარი ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ საკუთარი ამომრჩეველი იპოვოს, არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და შემდეგ კოალიცია პარლამენტში შეიქმნას, როგორც ეს ევროპაში ხდება. უნდა გამსხვილდნენ პარტიები, რომელთაც 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვს და არჩევნებში ასე მიიღონ მონაწილეობა. კარგი იქნება თუ ოპოზიციურ ფლანგზე იდეოლოგიური ნიშნით გაერთიანებული პარტიები გამოჩნდებიან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა