საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ხატია დეკანოიძე პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

ნახვები: 499 ხატია დეკანოიძე პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე პრეზიდენტს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.

როგორც დეკანოიძემ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გვარამიას თავისუფლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.

„ნიკას თავისუფლება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, ვინაიდან ნიკას თავისუფლება პირდაპირ წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ასევე, პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკას დამოკიდებულება ვიცი ამ საკითხისადმი, გავაგრძელებ ჩემს მოწოდებას და მინდა, პრეზიდენტს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, რასაც ჩვენ მოვიფიქრებთ (ეს არის პარტნიორებთან განსახილველი საკითხი), აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, თორემ ნიკა გვარამია თავისუფალია. მან აჩვენა ყველაზე უფრო გამორჩეული მხნეობის მაგალითი. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იგი [პრეზიდენტი] მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, ახლა დროა, მან საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს და გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა