ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ბრძოლა გრძელდება! ვიბრძოლებთ მოსამართლეების შვილებისთვისაც

ნახვები: 505 ბრძოლა გრძელდება! ვიბრძოლებთ მოსამართლეების შვილებისთვისაც

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე, მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მას ამ სასამართლოსგან განსხვავებული მოლოდინი არ ჰქონია."დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ. მოსამართლეები ე.წ. პროცესზე. მე სხვა იმედი არ მქონდა. გეტყვით იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და აუცილებლად მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას. მე ნამდვილად არ მშურს ამ მოსამართლეების, რადგან ვიცი, რომ კონკრეტულად ეს მოსამართლეები მიიღებენ სათანადო პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, ამიტომ მხოლოდ წინ და მხოლოდ საბოლოო გამარჯვებამდე. ისინი ვერ ჩახედავენ თავიანთ შვილებს თვალებში, ვერ ჩახედავენ მომავალ თაობას თვალებში და შევლენ საქართველოს ისტორიაში ისეთები, როგორიც ვნახეთ და ეს ძალიან სამწუხაროა, რაც უფრო ნაკლებად გვეყოლებიან ასეთია ადამიანები, მით უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ, მათ შორის, მათი შვილებისთვისაც და მათი სინდისისთვისაც, მაგრამ მათ კარგი პასუხი არ ელით", - თქვა სოფო ლილუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა