მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ალეკო ელისაშვილი - ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი: „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო“

ნახვები: 569 ალეკო ელისაშვილი - ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი: „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო“

ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი: „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო“ , - ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას პარლამენტის შესაძლო დატოვების თაობაზე.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ვაშაძე „გაუგებარი თამაშით“ არის დაკავებული.

„ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რომ დადიოდა, რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის, რატომ მიდის? ამ ყველაფერს ხალხი ხომ უყურებს და მათ შეაფასონ ასეთი სიმჩატე ზოგიერთი პოლიტიკოსის. ამდენხანს რომ იჯდა, თუ პარლამენტში რუსეთის სამსახურში ვართ, თავად რას აკეთებდა? თვალები ახლა აეხილა და რუსეთის დამქაშები ახლა ამოიცნო პარლამენტში? ვაშაძე რაღაც გაუგებარი თამაშით არის დაკავებული და ვერ გავიგე, რა უნდა. ევროპა მინდაო და პირდაპირ რომ გეუბნებიან ამაზე იმუშავეო, რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა