ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

სვანეთი - „მამა-პაპური“ საქართველოს სახე

11.03.2022 | 10:34 ნახვები: 759

აი, უკვე წლებია, სვანეთში გადაულახავ პრობლემად იქცა პერმანენტული ენერგოკრიზისი - ის, რაც დანარჩენ საქართველოში უკვე დიდი ხნის დავიწყებულია, იქ - ჯერაც აქტუალურია  -  ენერგოდეფიციტი, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები, მოხმარების მოუწესრიგებლობა და ა.შ.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ხელისუფლების ბრალია, რომელიც უარს ვერ ამბობს წლების წინ არჩეულ პოპულიზმზე დღესაც კი, როდესაც სვანეთი სულაც არაა ისეთი ღარიბი და უპერსპექტივო, როგორც 15-20 წლის წინ იყო. ტურიზმის წყალობით იქაური მოსახლეობა საკმაოდ გამდიდრდა და წესით მთავრობას თამამად შეუძლია გააუქმოს სიმახინჯე, რომელიც წლების წინ დაწესდა - უფასო ელექტროენერგია სვანეთისთვის.

თუმცა, მთავრობა - ერთი საკითხია - მას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება, მნიშვნელოვანია ისიც, რა თვისებებს ავლენს ამ დროს თავად საზოგადოება.

სვანეთი არის საქართველოს ერთ-ერთი კუთხე, რომელსაც პროგრესი დიდად არ შეეხო - იქ ხალხი ჯერაც შუა საუკუნეებში ცხოვრობს - თუ არ ჩავთვლით 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელ ისეთ სათამაშოებს, როგორცაა სმარტფონები და მანქანები.

სადღეისოდ, სვანეთი არის ე.წ. ტრადიციული, „მამა-პაპური“ ქართველებისთვის ერთ-ერთი სათაყვანებელი ადგილი - მათი აზრით, სწორედ იქ შენარჩუნდა ე.წ. „ჭეშმარიტი ქართველობა“, რომელსაც ისინი ასე ცხარედ მისტირიან.

თუმცა. სწორედ სვანეთის მაგალითზე ნათლად ჩანს, რამდენად არაფრისმომცემი და დროს მოწყვეტილია ჭეშმარიტი ქართველობა პოსტსაბჭოთა გაგებით.

პირველი, რასაც აჩვენებს ენერგოკრიზისი სვანეთში - არის სრული, საყოველთაო უპასუსიხმგებლობა. მხარე მთლიანადაა დამოკიდებული ტურიზმზე და 21-ე საუკუნეში ელექტროენერგიის და წყალმომარაგების პერმანენტული გათიშვა ერთხელაც იქნება ტურიზმს დაასამარებს. სვანები თავისივე ხელით მარხავენ თავიანთ კეთილდღეობას - უფასო მაინინგის გამო დღეს რეგიონის ტურისტული პოტენციალი დიდი საფრთხის ქვეშ დგას.

და ეს - მხოლოდ პრაგმატული, ფინანსური გადასახედიდან. თუმცა, სხვა კუთხეებიც არსებობს.

„ჭეშმარიტი ქართველები“ თავს დებენ „მორალზე“, „ზნეობაზე“, „სამართლიანობაზე“, და სწორედ სვანეთში, ანუ კუთხეში, სადაც ქართული ტრადიციონალიზმი სრულად ბატონობს, ჩანს, რამდენად ფარისევლური და ყალბია მთელი ეს „მამა-პაპური“ ფასეულობები.

რომ კითხოთ - საკუთარი ქვეყნის და მხარის პატრიოტები არიან, ეკოლოგიას იცავენ, ბუნებას უფრთხილდებიან. თუმცა, ჰესებს კი ებრძვიან, მაგრამ ამავე დროს მთელი ხეები აჩეხეს და გაყიდეს - ასეთია, „მამა-პაპური“ პატრიოტიზმი - სადღეგრძელო, რომელმაც ჯიბის გასქელებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

რომ ჰკითხოთ - ვაჟკაცები, გამბედავები, და სამართლიანები არიან - თუმცა, ამავე დროს ვიღაცა მათ ელექტროენერგიას იპარავს, მათ ბიზნესს ასამარებს და მომავალს კითხვის ქვეშ აყენებს - სვანები კი ჩუმად არიან. რაო, გეშინიათ იმ ვიღაც არამზადების? თუ გერიდებათ, იმიტომ რომ პატარა მხარეა და აუცილებლად ვიღაცა ნაცნობი იქნება? მზად ხართ მოითმინოთ უსიტყვოდ ეს აგდებული დამოკიდებულება, საკუთარი თვალით უყუროთ, როგორ ინგრევა თქვენი სამყარო - და ჩუმად იყოთ?  ესაა თქვენი განთქმული ვაჟკაცობა, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი?

ბოლოდროინდელმა ვითარებამ ასევე ნათლად დაადასტურა, რამდენად ყალბია ქართველი ტრადიციონალისტების რიტუალები და წესები, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაზე არანაირი გავლენა არ გააჩნიათ.

სვანებს უყვართ კოლექტიური ფიცების დადება, დიდი ზარ-ზეიმით, და ცერემონიებით. ეს რიტუალი მოქმედებს მანამ, სანამ ვიღასაც კონკრეტულად არ შეეხო. ჰესების მშენებლობის ჩაგდების შემთხვევაში ეს რიტუალი ნამდვილად ეფექტური აღმოჩნდა.

თუმცა,  სვანეთში კრიპტომაინინგი ვერ შეწყვიტა  - ჯერ კიდევ 2 წლის წინ სვანებმა მორიგი ფიცი დადეს, რომ მაინინგი, რომელიც იქაურ ენერგოსისტემას ანგრევს - შეწყდება.

თუმცა, მთელი ეს რიტუალები, კოცონის ირგლივ ცეკვა და სიტყვების რახა-რუხი - ქაჯებისთვისაა, თორემ რეალური „მაგარი ბიჭებისთვის“, მაშინ, როდესაც საქმე მათ ბიზნესს შეეხება - ეს არაფერს წარმოადგებს. დიდი კოლექტიური დაფიცების მიუხედავად, უკანონო მაინინგი არც ერთი წამით არ შეჩერებულა.

სწორედ ასე ხდება ე.წ. ტრადიციული ფასეულობების ეროზია. ის, რომ „ჭეშმარიტი ქართველობა“ ნელა-ნელა კვდება, არც მთავრობის ბრალია, არც ნაციონალების, არც სოროსის, არც ევროპელების და არც ლიბერალების. ქართულ ტრადიციონალიზმს პირველ რიგში თავად ტრადიციონალიზმი მარხავს  - თავისი სიყალბით, ფარისევლობით, არაქმედითუნარიანობით.

ყველგან, სადაც „ჭეშმარიტმა ქართველმა“ გაიარა - არის ნგრევა, ქაოსი, კორუფცია და უზარმაზარი, საყოველთაო სიყალბე.

სწორედ ამის სიმბოლო გახდა დაუმთავრებელი ენერგოკრიზისი სვანეთში.

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ხვალ „ჭეშმარიტი ქართველობა“ ისევ მეინსტრიმში დაბრუნდეს, და ის, რასაც დღეს სვანეთში ვხედავთ, მთელს ქვეყანაზე გავრცელდეს.

ეს იქნება ქვეყნის სწრაფი და გარდაუვალი დასასრული.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა