ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

რომის პაპი - სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ჟურნალისტებო, იყავით პაციფისტები

ნახვები: 441 რომის პაპი - სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ჟურნალისტებო, იყავით პაციფისტები

სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ერთი 1914-1918 წლებში, ერთი - 1939-1945 და ეს ომი! ეს არის მსოფლიო ომი, რადგან მართალია, როდესაც იმპერიები ან ერთ ან მეორე მხარეს სუსტდებიან, ისინი აწარმოებენ ომს, რათა თავი ძლიერად იგრძნონ - და ასევე გაყიდონ იარაღი! - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი უბედურება იარაღის ინდუსტრიაა.

რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი სიყვარული აქვს როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხის მიმართ.

„დიდი სიყვარული მაქვს რუსი ხალხის მიმართ და ასევე დიდი სიყვარული მაქვს უკრაინელი ხალხის მიმართ. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს უკრაინული ლიტურგიის მიმართ. ორ ხალხს შორის ვარ, რომელიც მიყვარს. წმინდა საყდარს ჰქონდა ბევრი კონფიდენციალური შეხვედრა, ბევრი კარგი შედეგი. არ შეიძლება უარვყოთ, რომ ომი, თავიდანვე, შესაძლოა, გვამამაცებს, მაგრამ შემდეგ ის გვღლის და ტკივილს გვაყენებს. ჩვენ ვხედავთ ბოროტებას, რასაც ომი აკეთებს”, - აღნიშნა რომის პაპმა.

კითხვაზე, უსაუბრია თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბოლო დროს, ან აპირებდა თუ არა მასთან საუბარს, რომის პაპმა უპასუხა, რომ ომის დაწყების მეორე დღეს მან სცადა პუტინთან კომუნიკაცია.

„ომის დაწყებიდან მეორე დღეს მივედი რუსეთის საელჩოში, ელჩთან სასაუბროდ. მე მას ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მოსკოვში წავსულიყავი პუტინთან სასაუბროდ, თუ საჭირო გახდებოდა. ლავროვმა მიპასუხა ძალიან თავაზიანად - "გმადლობთ" და რომ ეს არ იყო საჭირო იმ მომენტისთვის“,- განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, წმინდა საყდარი მხარეებთან მუშაობს პატიმრების საკითხზე და ეს არის ის, რასაც ყოველთვის აკეთებს. ამასთან, პაპმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ომების წინააღმდეგ იბრძოლონ.

„თქვენ, ჟურნალისტებო, იყავით პაციფისტები, ისაუბრეთ ომების წინააღმდეგ, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ. როგორც ძმა, ისე გთხოვთ ამას“, - აღნიშნა პაპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა