თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არჩილ თალაკვაძე - ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია მზად არიან ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი და „ეშმაკსაც კი შეეკრან“

ნახვები: 500 არჩილ თალაკვაძე - ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია მზად არიან ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი და „ეშმაკსაც კი შეეკრან“

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გირჩი-მეტი თავისუფლების “ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მზად არიან, პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება და „ეშმაკსაც კი შეეკრან“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პოლიტიკოსებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ეს არის პოლიტიკური შურისძიება და ძალაუფლების დაბრუნება.

„ის ფაქტი და განცხადება, რომ ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია და სხვები მზად არიან პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, „ეშმაკსაც კი შეეკრან“, ეს თავისთავად მიუთითებს, რომ მათთვის არაფერი სუფთა, ღირებული არ არსებობს. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. ეს არის როგორმე, ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში ბერკეტის მიღება და ძალაუფლების დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ საქართველოში რაიმე არაკონსტიტუციური პროცესი სცადოს. მინდა მათ შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა არის დემოკრატიული არჩევნები, ჯერჯერობით, ისინი მარცხდებიან ამ წლებში დემოკრატიულ არჩევნებში, ამიტომ, არ უყვართ და ეზიზღებათ არჩევნები, ბოიკოტს უცხადებენ შედეგებს, პარლამენტს, არ მოსწონთ საკრებულოში მუშაობა, არ დადიან სხდომებზე. ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე, რომ სინამდვილეში ამ ხალხს არა რეალური პოლიტიკა, არა საქმიანი პოლიტიკა, არა დემოკრატია, არამედ ერთადერთი რამ აინტერესებთ, ნებისმიერ ფასად როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამას საზოგადოება არ დაუშვებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა