შალვა პაპუაშვილი - რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია
მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ
ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით
ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში

განათლება - ქვეყნისა და სახელმწიფოს გულანი

11.30.2022 | 13:13 ნახვები: 1023

რატომ მომწონს მამუკა ხაზარაძის სტილი? იმიტომ, რომ ის არასდროს არ არის პოპულისტური!

არც ერთ გამოსვლაში, არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ სტატიაში არც კი კრთება პოპულიზმი და ეს როგორც სჩანს ამ პოლიტიკოსის პოლიტიკური იდენტობის ნაწილია.

მას აქვს უამრავი მატერიალური თუ “ინფრასტრუქტურული” (ასე ვთქვათ) რესურსი მიმართოს პოპულიზმს, თუმცა ამას არ აკეთებს.

ეს ჩანდა ჯერ კიდევ ხაზარაძის 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში “მარშალის გეგმა”, რომელსაც, სამწუხაროდ, დემაგოგიას, პოპულიზმს და სიცრუეს დაგეშილი მედიის ერთმა ნაწილმა ყურადღება სწორედ იმიტომ არ მიაქცია, რომ პოპულისტური “სარჩო-სარგებელი” მასში ვერ დაინახა. არადა უამრავი საკითხი სრულიად ჯანსაღად და რეალისტურად იყო გაწერილი - იმ ადამიანებზე გათვლით, ვისაც კითხვისა და აღქმის, მარტივად თუ ვიტყვით, აზროვნების უნარი გააჩნია და სათანადო განათლებაც აქვს.

სწორედ განათლებას ეხებოდა მამუკა ხაზარაძის ბოლო ინიციატივაც. ამოსავალი დებულება კი ის კატასტროფული მდგომარეობაა, რაც ამ მხრივ შეიქმნა საქართველოში.

 

ქვეყანას მომავალი ტოვებს!

 

არსებობს ასეთი ტერმინი: “ტვინების გადინება ქვეყნიდან”.

ამგვარი  ევფემიზმი დასავლეთში გაჩნდა იმ პროცესის (დამანგრეველი პროცესის!) აღსანიშნავად, როდესაც ქვეყანას ტოვებს ყველაზე უნარიანი, კრეატიული, ახალგაზრდა, ნიჭიერი, შემოქმედებითი რესურსის მქონე ახალგაზრდობა.

საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ამ “გადინებამ” კატასტროფული ხასიათი შეიძინა: იოლად ჩანს, როცა, სამწუხაროდ, გაედინებიან ხელოსნები, კვალიფიციური მუშები, ექთნები, ექიმები და ასე შემდეგ, მაგრამ რატომღაც ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, რომ ქვეყანას ტოვებს აკადემიური ახალგაზრდობა.

ახალგაზრდა ადამიანისთვის დამახასიათებელია ისეთი სივრცის ძიება, სადაც იგი ბევრად მეტად შეძლებს საკუთარი უნარის გამომჟღავნებასა და განხორციელებას, რათა მიღწიოს ცხოვრებისეულ მიზნებს და არა უბრალოდ ოჯახი შექმნას, არამედ შესაბამისი სტატუსი მოიპოვოს.

საკუთარ ქვეყანაში ამგვარი სივრცის მოძიება ბევრად კომფორტულია სინამდვილეში, ვიდრე უცხოეთში. მაგრამ რა ქნას, თუკი მშობლიური ქვეყანა ამ სივრცეს ვერ სთავაზობს? იმავდროულად მან იცის, რომ უცხოეთში ასპარეზი მისთვის ღიაა და ნიჭიერ ახალგზარდაზე მოთხოვნა არასდროს შემცირდება.

აი ისეთზე, რომელსაც მეოთხე კურსიდან “ჩაუსაფრდებიან” უდიდესი კომპანიები, თვალს მიადევნებენ, შემდეგ კი, ერთხელაც, მივლენ და უმაღლესის დამთავრების წინ ისეთ წინადადებას მისცემენ, ისეთ პირობებს შესთავაზებენ (ბინა, ყოვეწლიური ანაზღაურება უმაღლესი განაკვეთით, საუკეთესო  სოციალური პაკეტი მისთვის და მისი ოჯახისთვის) რომ უარის თქმა უბრალოდ სიგიჟე იქნება - საკუთარი შვილებისთვის ანალოგიური მომავლის წართმევა.

ძალიან ძნელია ადამიანს სხვაგვარი გადაწყვეტილება მოსთხოვო; ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, ხსნა და გადარჩენა, რეალურად, საქართველოშივე ასეთივე პერსპექტიული სივრცის შექმნაა, რომ ადამიანს ჰქონდეს იმ სტანდარტის განათლების მიღების საშუალება, რომლის მეშვეობითაც გზა ხსნილი ექნება.

მით უმეტეს თანამედროვე, გლობალიზებულ, კომუნიცირებულ, დიჯიტილიზებულ  მსოფლიოში, სადაც სულ უფრო მეტი სივრცეა დისტანციური შრომისა და აკადემიური წარმატების დაფასებისთვის ყველა სფეროში.

ხაზარაძეს ასეთი სივრცე შექმნილი აქვს - ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემია თბილისში, რომელიც მრავალი წელია მართლაც რომ კონკურენტულ სასწავლებლად ჩამოყალიბდა და აქედან საკუთარ, მსოფლიოში განთქმულ  სასწავლებლელში, სწორედ ზემოდაღწერილი პრინციპით მიჰყავთ კურსდამთავრებულები.

ანუ ხაზარაძის წუხილი განათლებაზე პოპულიზმად ვერ ჩაითვლება, რადგან მან ეს საკითხი ბევრზე უკეთ, საქმიანად და შედეგის მიხედვითაც წარმატებულად იცის.

 

ერის “გამოტვინება”

 

ყველაზე კრეატიული და შემოქმედი ეროვნული ფენის გადინება ქვეყნიდან მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა არ არის. ეს შედარებით  იოლი იქნებოდა. ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ცივილიზებულ ერს სჭირდება ელიტები.

არა “ელიტა”, როგორც ჰომოგენური ფენომენი და არსად ამ სახით არ არსებობს; არამედ ელიტები, რომლებიც ქმნიან ერის სახელმწიფოებრივი ცხოველმყოფელობის საფუძველს ყველა მიმართულებით: შემოქმედებითიდან - ტექნოლოგიურამდე.

მით უმეტეს დღეს, XXI საუკუნეში, ერი სახელმწიფოებრივად ვერ შედგება, ანუ ევროპული გაგებით ვერ იქცევა Nation, თუ არ ეყოლება კომპეტენტური, კვალიფიცური, უნარიანი ელიტები სამხედრო საქმიდან  და დიპლომატიიდან - კინემატოგრაფიამდე და ტელევიზიამდე.

სწორედ ამ ელიტების გარეშე ტოვებს საქართველოს ეს ახალგაზრდული მიგრაცია, რომელიც სულ უფრო ძლიერდება და უახლოვდება ზღვარს, როცა უკვე შეუქცევადად იქცევა.

და რაც ყველაზე ტრაგიკულია, ახალგაზრდების უმრავლესობა, ვინც ამჯამად ქვეყანას ტოვებს, ამით საკუთარ თავში ლახავს გარკვეულ მორალურ ზღვარს, “იცვლის იდენტობას” იმ აზრით, რომ ცდილობს მორალური საფუძველი მოუძებნოს საკუთარ გადაწყვეტილებას: “ამ ქევყანას მაინც არაფერი ეშველება”....”ამ ქვეყანამ მე არაფერი მომცა და მისდამი არანაირი ვალდებულება არ მაქვს” “სულ ტყუილად დაშვრენ ამ ქვეყნისთვის ჩემი მშობლები - იგი არ იყო მათი ღიორსი”....და ა.შ.

ეს იგივეა,  ადამიანი რომ შუა საუკუნეებში რელიგიურ იდენტობას იცვლიდა გარემოებათა გამო და ამის შემდეგ უკან დასახევი გზა არც ჰქონდა.

სწორედ ამგვარი მორალური ზღვრის წინაშე აყენებს ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანს საკუთარ ქვეყანაში უნართა რეალიზების შანსის არარსებობა.

მეორეს მხრივ, ელიტების გარეშე ერი-სახელმწიფო უბრალოდ დაიღუპება: იქცევა იოლ სათამაშოდ მეზობლების ხელში, თანდათან დეგრადირდება, ჩამორჩება, სხვათა “დანამატად” იქცევა რესურსული, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, საბოლოოდ კი დემოგრაფიული თვალსაზრისით. ამის სამწუხარო ნიშნები უკვე არის კიდეც.

 

კონკურენტუნარიანი ქართველი

 

ღია კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. პუტინის იმპერიალისტური, შოვინისტური ომი უკრაინის წინააღმდეგ უკანასკნელი რეციდივია.  

პუტინი აუცილებლად დამარცხდება. მსოფლიოში ამის შემდეგ საბოლოოდ დაისადგურებს ერა, როდესაც რესურსთა და სხვადასხაგვარ სიკეთეთა პიროვნებებსა და ერებს (Nation) შორის  გადანაწილების განმსაზღვრელი გახდება კონკურენცია: ადამიანურ  უნართა და შესაძლებლობათა, შემოქმედებითი, პროდუქტიული შრომისა და კრეატიულობის მუდმივი, უმოწყალო, სასტიკი, თუმცა სამართლიანი შეჯიბრი.

საქართველოს განათლების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს არა დიპლომებისა და განათლების ატესტატების სიმრავლეზე, არამედ ხარისხზე - კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების მომზადებაზე.

მხოლოდ მაშინ დამარცხდება ეს მახინჯი სისტემა, რაც შემოგვრჩა საბჭოთა ეპოქიდან და ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს  საბჭოთა წყობის ერთ-ერთ ყველაზე რეგრესულ მემკვიდრეობად: ნორმალური ქვეყანა სავალდებულოდ უნდა ასწავლიდეს მოქალაქეს მხოლოდ წერა-კითხვას! სხვა ყველაფერი უკვე მის უნარსა და შრომისმოყვარეობაზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა სახელმწიფის აბსტრაქტულ ვალდებულებაზე.

არსებობს სტანდარტი, რომელიც მიღებულია განსაკუთრებით ანგლო-საქსურ სამყაროში; არ არის შეთხვევითი, რომ სწორედ ანგლოსაქსური ქვეყნების უნივერსიტეტები ლიდერობენ მსოფლიო უმაღლესი განათლების რეიტინგებში. თანაც (მივაქციოთ ყურადღება) იმის მიუხედავადაც კი, რომ საშუალო განათლების “სოციალიზებული” სისტემა იმ ქვეყნებში სულაც არ არის უმაღლესი სტანდარტისა. ოღონდ იქვე არსებობს “ფილტრები”, “სოციალური ლიფტები”, რომლებიც იშვიათად თუ დაუშვებენ შემთხვევითობას.

“მერიტოკრატია” სინგაპურისა და ლი ქუან იუს გამოგონება სულაც არ არის. ეს ტერმინი იუმ მხოლოდ გააჟღერა პოლიტკორექტულობის მიუხედავად.

განა ამერიკის შეერთებულ შტატებს მერიტოკრატია არ მართავს? განა ინგლისს მერიტოკრატია არ მართავს? განა ისინი იმ უნივერსიტეტთა კურსდამთავრებულები არ არიან, სადაც ახალგაზრდები ფანატიკურად სწავლობენ ისევე, როგორც შემდგომ ფანატიკურად შრომობენ....... სადაც ყოველი ნიშანი, შეფასება, ყოველი ჩათვლა და წლიური თემა სისხლისა და ოფლის ფასად უჯდებათ?!

საქართველოშიც ასე უნდა იყოს, თუ გვინდა ეს ქვეყანა გადარჩეს, ასცდეს რუსული ტურიზმისა და რუსულ ბაზარზე მიბმული ლამაზი სოფლის “ფუნქციას;  სინამდვილეში კი  სამარცხვინო ილუზიას და მოიპოვოს საკუთარი ადგილი “საერთაშორისო ფუნქციური გადანაწილების” (იგივე შრომის საერთაშორისო განაწილების) გლობალურ პროცესებში, რომლებიც ჩამორჩენილების მიმართ სასტიკი და დაუნდობელია: აქ დამარცხებულისადმი სიბრალული თუ მოწყალება არ არსებობს - ჩამორჩენილი ერი, რომელიც ძირითად ტენდენციებს არ მიყვება, სულ მალე და უკანმოუბრუნებლად აღმოჩნდება ისტორიული ქვესკნელის პირას.

ხაზარაძის ინიციატივა თავსდება მისივე წინადადებაში, ეროვნული განვითარების საკვანძო თემებზე საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვის თაობაზე. ოღონდ პრიორიტეტის გამოკვეთით: გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა, როგორც საქართველოს მომავლის უზრუნველყოფის ძირითადი პირობა.

 

დათო გამცემლიძე,

ჟურნალისტი

„ნეიშენ ჯორჯია“

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა