თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნატო-ს ქვეყნები სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში - ისინი ცეცხლს ეთამაშებიან

ნახვები: 554 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნატო-ს ქვეყნები სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში - ისინი ცეცხლს ეთამაშებიან

ნატო-ს ქვეყნები სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში, შეერთებული შტატები განზრახ აგრძელებს ესკალაციას ამ გზაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ნატო-ს წევრები სულ უფრო და უფრო უშუალოდ ერთვებიან ამ კონფლიქტში. მათი მხარდაჭერა კიევისადმი ახლა ბევრად მრავალფეროვანია, ვიდრე ეს იყო რამდენიმე თვის წინ. ეს არის ვაშინგტონის მიზანმიმართული კონფლიქტის ესკალაციის პოლიტიკის ასახვა, რომელსაც ევროპელები მორჩილად მისდევენ. ისინი ცეცხლს ეთამაშებიან, რისკები იზრდება",- აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი ვერ ხედავს, რომ დასავლეთს უკრაინას იარაღის მიწოდების კუთხით რაიმე შეზღუდვა ჰქონდეს.

„დასავლელები წინ მიიწევენ უფრო მძიმე, უფრო შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების დიაპაზონის გაფართოებით. ამავდროულად, ისინი მზაკვრულად და მოტყუებით ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ არსებობს რაიმე სახის საზღვარი, რაიმე სახის თავშეკავება ამ მხრივ. ჩვენ მსგავსს ვერაფერს ვხედავთ“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა