ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი - დღეს სააკაშვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და ეს ბეწვი ევროპაზე გადის - მომდევნო კვირას ვაპირებთ მობილიზებას სტრასბურგის პარლამენტში, რათა მის ევროპულ ჰოსპიტალში გადაყვანას მივაღწიოთ

ნახვები: 634 ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი - დღეს სააკაშვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და ეს ბეწვი ევროპაზე გადის - მომდევნო კვირას ვაპირებთ მობილიზებას სტრასბურგის პარლამენტში, რათა მის ევროპულ ჰოსპიტალში გადაყვანას მივაღწიოთ

მომდევნო კვირის განმავლობაში ვაპირებთ მობილიზებას სტრასბურგის პარლამენტში, რათა მიშას ევროპულ ჰოსპიტალში გადაყვანას მივაღწიოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი „ფეისბუქზე“ წერს.

„მიხეილ სააკაშვილი მართალი იყო. საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე გვაფრთხილებდა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი უქმნიდა მთელ ევროპულ კონტინენტს. ამას წინააღმდეგობა შეხვდა ჩვენი მთავრობების სიბრმავით, სიყრუითა და კომპრომისებით. დღეს ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი მართალი იყო და ჩვენი მაშინდელი ლიდერები ცდებოდნენ“, - წერს ევროპარლამენტარი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალი.

„დღეს ადამიანს, რომელმაც ჩვენს დახურულ კარზე დააკაკუნა, გისოსებს მიღმა სიკვდილის საფრთხე ემუქრება, ის არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალი, რომელიც ფარულად მართავს თავის ქვეყანას. დღეს მიშა - ამერიკელი მეცნიერების აზრით, რომლებმაც გამოიკვლიეს მისი თმა და ფრჩხილები - მოწამლულია დარიშხანით და ვერცხლისწყლით. დღეს მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და ეს ბეწვი ევროპაზე გადის. ჩვენს ლიდერებს მის გადარჩენის საშუალება აქვთ. საქართველოს მთავრობა, რომელიც ცდილობს, გარეგნულად მაინც შეინარჩუნოს თავისი, როგორც ბრიუსელსა და მოსკოვს შორის დამაბალანსებელი აქტის პოზიცია, არ გაუწევს წინააღმდეგობას ევროპის ძლიერ და კოორდინირებულ ზეწოლას. კერძოდ, პარიზს შეიძლება ჰქონდეს გავლენა, რადგან საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანგია და ოლიგარქს, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, ასევე აქვს ფრანგული პასპორტი. მაგრამ ჩვენი ლიდერები ჩუმად და პასიურები არიან. მომდევნო კვირის განმავლობაში ვაპირებთ მობილიზებას სტრასბურგის პარლამენტში, რათა მიშას ევროპულ ჰოსპიტალში გადაყვანას მივაღწიოთ. რათა ჩვენმა სახელმწიფოებმა არ დაუშვან ხვალ სიჩუმეში მოკვდეს პრეზიდენტი, რომლის მოსმენაზე გუშინ ასე ჯიუტად თქვეს უარი“, - წერს რაფაელ გლუკსმანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა