კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ მცდელობები, რომ სასამართლოზე ზეწოლა ყოფილიყო, მათ შორის, აქციებით

ნახვები: 588 შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ მცდელობები, რომ სასამართლოზე ზეწოლა ყოფილიყო, მათ შორის, აქციებით

ყველამ უარი უნდა თქვას სასამართლოს ზეწოლაზე. ჩვენ ვნახეთ მცდელობები, რომ სასამართლოზე ზეწოლა ყოფილიყო, მათ შორის, ასეთი სახის აქციებით - დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა უარს იტყვის რადიკალიზმზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს „ვივამედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის გადაღებულ და გავრცელებულ ფოტოებს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ფოტოებს ექსპერტის თვალით ვერ შეხედავს, მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ განსაზღვროს როგორ გამოიყურება ადამიანი.

„ეს პროცესი სამართლებრივია, რომელიც ეფუძნება სამედიცინო ექსპერტიზას. სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. ექიმები არიან ჩართულები. ჩემი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, არავინ მოახდინოს სასამართლოზე ზეწოლა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერიოს. მეორე არ მოხდეს მანიპულაცია და დეზინფორმაცია სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელებით. სამართლებრივ სახელმწიფოს ვენდოთ, მივანდოთ ეს საქმე სასამართლოს და ექსპერტიზას. როგორც სხვა საკითხებში ჩვენი სასამართლო არის მწყობრად სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში, ამ საქმეშიც ეს მოლოდინი მაქვს.

მე ეს ფოტოები ვნახე, მაგრამ ვერაფერს გეტყვით. ექსპერტის თვალით ვერ შევხედავ. მე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ განვსაზღვრო როგორ გამოიყურება ადამიანი. ამ საკითხებზე მსჯელობა სასამართლოს და სამედიცინო [სფეროს] კომპეტენციაა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებს, პაპუაშვილი განმარტავს, რომ ყველამ უარი უნდა თქვას სასამართლოს ზეწოლაზე.

„ჩვენ ვნახეთ მცდელობები, რომ სასამართლოზე ზეწოლა ყოფილიყო, მათ შორის, ასეთი სახის აქციებით. დარწმუნებული ვარ, სასამართლო დარჩება დამოუკიდებელი. რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, ასეთი აქციები ბევრი ვნახეთ, ასევე ვნახეთ საქართველოს მოსახლეობის პასუხი ასეთ დაანონსებულ აქციებზე. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა უარს იტყვის რადიკალიზმზე“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა