საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

მაროკომ პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

ნახვები: 524 მაროკომ პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა: მეოთხედფინალში ერთმანეთის წინაშე მაროკო და პორტუგალია წარდგნენ. აფრიკელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ მაღალი დონის ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. მათ პორტუგალიაც დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდნენ.

მუნდიალებზე აფრიკული გუნდების მაქსიმუმი 1/4 ფინალი იყო. 1990 წელს ამ ეტაპზე კამერუნმა ითამაშა, 2002 წელს – სენეგალმა, ხოლო 2010-ში – განამ. მაროკომ მათი შედეგი გააუმჯობესა – პირველი აფრიკული გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდა.

მაროკოელებმა მიზნისკენ დიდი ნაბიჯი პორტუგალიასთან მატჩის 42-ე წუთზე გადადგეს, როდესაც საჯარიმოში ჩაწოდებულს ენ-ნესირი კარგად დახვდა – იმდენად მაღლა ახტა, თვით რონალდოც გააკვირვა და მაროკოელები 1:0 დააწინაურა.

ეს გახლდათ ენ-ნესირის მესამე გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე. ამდენი გოლი მუნდიალებზე არც ერთ მაროკოელს არ გაუტანია.

მე-60 წუთიდან მატჩის სურათი შეიცვალა: თუ მანამდე მაროკოელები დაცვისას კარგად ამოდიოდნენ, მატჩის ბოლოს საკუთარ ნახევარზე გამაგრდნენ იმ იმედით, რომ ანგარიშს შეინარჩუნებდნენ.

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა მოედანზე რონალდოც გამოიყვანა, ლეაოც, კანსელოც და პორტუგალიელთა შეტევები კიდევ უფრო მწვავე გახდა. ეს იყო კრიშტიანო რონალდოს 196-ე მატჩი პორტუგალიის ნაკრებში. იგი ყველა დროის რეკორდსმენ ქუვეითელ ბადერ ალ-მუტავას გაუთანაბრდა.

დიდი მონდომების მიუხედავად პორტუგალიელებმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს. მაროკომ კი გააზრებული და თავგანწირული თამაშით თავი ბოლომდე დაიცვა. 1:0 აფრიკელთა სასარგებლოდ.

1/2-ფინალში მაროკო ინგლისი-საფრანგეთის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა