პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ელენე ხოშტარია - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩავარდა „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული მცდელობები ომის დაწყებაში საქართველო დაედანაშაულებინა

ნახვები: 498 ელენე ხოშტარია - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩავარდა „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული მცდელობები ომის დაწყებაში საქართველო დაედანაშაულებინა

ყველა ქართველს, ყველა დევნილს, ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრს, ჩვენი გმირების ოჯახის წევრს, მათ შორის, დღეს უკრაინაში გარდაცვლილების, ყველას მინდა მივულოცო ის, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგა და მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ 2008 წელსაც რუსეთი იყო თავიდან ბოლომდე დამნაშავე საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე,- ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმ, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩავარდა „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული მცდელობები ომის დაწყებაში საქართველო დაედანაშაულებინა.

„სამშვიდობოების ეპიზოდში და ცხინვალის ეპიზოდშიც საქართველოს არანაირი ბრალეულობა არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ომის დაწყების ის ვერსია, რომელიც რუსეთმა და „ქართულმა ოცნებამ“ ერთად მოგვახვიეს თავს, არის უბრალოდ დამსხვრეული.

ამასთან, ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ დაიწყებს იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას პოლიტიკურად და სამართლებრივად, რომელიც გამომდინარეობს ამ გადაწყვეტილებიდან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ იმისთვის, რომ ამ პარადიგმაში მთლიანად ჩვენი ქვეყანა ჩაჯდეს და ვიმუშაოთ, მაგრამ მათ მოცილებამდე ჩვენ ვაპირებთ ვიპოვოთ პარტნიორები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშაოთ. ერთი ადამიანი უკვე გარდაცვლილია, დანარჩენი ორი უნდა საერთაშორისო სანქციებით უნდა დაისაჯოს და უნდა იყოს გამოწერილი ორდერი მათ დაკავებასთან დაკავშირებით. ასევე, რეპარაციებთან, ანაზღაურებასთან დაკავშირებით ეს შეიძლება იყოს გრძელი პროცესი, მაგრამ დღეს ყველანაირი კონტექსტი შექმნილია, რომ ეს ასე მოხდეს. ამასთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, იქნება ეს ევროსაბჭო თუ გაერო, კონკრეტული რეზოლუციები უნდა დააინიცირონ, ჩვენ უნდა ვნახოთ მეგობრები, რომლებიც ამას გააკეთებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამყარდეს ეს ახალი რეალობა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას”,- აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა