თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თეა წულუკიანი - სააკაშვილმა პრეზიდენტობისას ქვეყანაში დაამკვიდრა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, მკვლელობები და ციხეში წამება, ბატონო ზელენსკი, ასეთი ადამიანის ადგილი საპატიმროშია

ნახვები: 626 თეა წულუკიანი - სააკაშვილმა პრეზიდენტობისას ქვეყანაში დაამკვიდრა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, მკვლელობები და ციხეში წამება, ბატონო ზელენსკი, ასეთი ადამიანის ადგილი საპატიმროშია

მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობისას ქვეყანაში დაამკვიდრა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, მკვლელობები და წამება ციხეში, ასევე ციხის გარეთ ჩაგვრა საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფში. ბატონო ზელენსკი, ასეთი ადამიანის ადგილი საპატიმროშია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს: „მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს, გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში“.

„მინდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის და მის გუნდს ვუსურვო წარმატება იმ საზარელ ომში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შედეგად. უნდა შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტი და, საბედნიეროდ, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობისას ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, მკვლელობები და წამება ციხეში, ციხის გარეთ ასევე ჩაგვრა საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფში, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ ესა თუ ის ადამიანი მისი ახლო გარემოცვის წევრი არ იქნებოდა, ყველა იყო მსხვერპლი დიდი უსამართლობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის. ამას მოწმობს სტრასბურგის გადაწყვეტილებები და რეალურად ის ციფრები, რომლებიც ადასტურებს სააკაშვილის მმართველობის დროს დანაშაულების ჩადენის უტყუარობას. ასეთი ადამიანის ადგილი გახლავთ საპატიმროში, ბატონო ზელენსკი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველოში სააკაშვილის გათავისუფლებას წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო და არა მთავრობა.

„არ ვიცი, სხვა ქვეყანაში როგორ არის. ამ ქვეყანაში წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო, შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ და მოსამართლეს და მის მანტიას როგორმე ვცეთ პატივი. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ხოლმე მოსამართლე, რომც არ მოგვეწონოს, უნდა მივიღოთ მოცემულობად. ეს არის ჩემი პასუხი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის პატიმარია, მასზე ზრუნავს შესაბამისი უწყება – იუსტიციის სამინისტრო და მისი პენიტენციური სამსახური. გამჭვირვალობის მიზნით, ამაზე მრავლად აკეთებს კომენტარებს ჩვენი კოლეგა უწყება და არც არის არაფერი დასამალი და არც დამალული. თვითონ სააკაშვილი კი, როგორც იყო, კიდევ უფრო მეტად არის პოლიტიკურად განულებული თავის პარტიასთან ერთად და, რეალურად, მათ პოლიტიკურ სცენაზე შემობრუნების არანაირი პერსპექტივა აღარ აქვთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა