ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

არსებული მონაცემებით, ჩინეთში მხოლოდ დეკემბრის თვეში „კოვიდ-19“-ით 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა

ნახვები: 469 არსებული მონაცემებით, ჩინეთში მხოლოდ დეკემბრის თვეში „კოვიდ-19“-ით 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა

ჩინეთში მხოლოდ დეკემბრის თვეში „კოვიდ-19“-ით 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, – ასეთი მონაცემებია აღწერილი ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს შიდა შეფასებებში, რომელიც მედიაში ფარულად გასაჯაროვდა.

როგორც „სიენენი“ იუწყება, თუ ეს მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18 პროცენტი  ინფიცირებულია და ამ დრომდე პანდემიის ყველაზე ფართო გავრცელების შემთხვევას წარმოადგენს გლობალური მასშტაბით.

როგორც მედია წერს, აღნიშნული ანგარიში ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის შიდა შეხვედრაზე იქნა წარმოდგენილი.

ფარულად გასაჯაროების შემდეგ მონაცემებს გაეცნენ ასევე გამოცემები „ფაინანშიალ თაიმსი“ და „ბლუმბერგი“, რომელთა ცნობითაც, ანგარიშების მიხედვით, ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 20 დეკემბერს 37 მილიონს აღწევს, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ საჯაროდ მხოლოდ 3 049 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა.

საერთო ჯამში კი, პირველიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ხელისუფლებას საჯაროდ, ინფიცირების 250 მილიონამდე შემთხვევის ნაცვლად, მხოლოდ 62 592 შემთხვევა აქვს გაცხადებული.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა