თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ია მეტრეველი - ხვალ, 15:00 საათზე სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ვმართავთ აქციას, სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს

ნახვები: 559 ია მეტრეველი - ხვალ, 15:00 საათზე სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ვმართავთ აქციას, სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს

ვრცელდება ხმები, მიშა სააკაშვილის შეწყალებასა და გათავისუფლებაზე, რაც არის ჩვენთვის საშინლად მიუღებელი და წარმოუდგენელი, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ია მეტრეველმა განაცხადა, ხვალ, 15:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება.

ია მეტრეველმა ბრიფინგი გამართა კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარე სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილთან და გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძესთან ერთად.

„ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენი წლის შემდეგ, კიდევ ამ თემაზე მექნებოდა სალაპარაკო. დღეს განადგურებული ოჯახების მცირე ნაწილი ვართ წარმოდგენილი. ძალიან გადავიღალეთ, მთელი საქართველო და საზოგადოება არის გადაღლილი, ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილში, ისევ სააკაშვილზე ლაპარაკით და უკვე არის გაუსაძლისი.

აქამდე მესმოდა, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს, სააკაშვილის გამოშვება უნდათ, წარმოუდგენელია ჩემთვის და დღემდე არ მინდა, ეს დავიჯერო, რომ ქალბატონი სალომე აპირებს მის შეწყალებას. სწორედ ამიტომ, დღეს შევიკრიბეთ აქ და მინდა, მას მივმართო, ვახმაურებთ ხალხის ნებას და ხალხის სურვილს, რადგან უამრავი ადამიანი მიკავშირდება, მთხოვს, რომ გავაჟღერო ეს ყველაფერი. ჩვენ ხვალ, 15:00 საათზე უნდა შევიკრიბოთ პრეზიდენტის სასახლესთან. სააკაშვილის რეჟიმის შედეგად ძალიან ბევრი ვართ დაზარალებული და შევიკრიბოთ პრეზიდენტის სასახლესთან, მივაწვდინოთ მოქმედ პრეზიდენტს ჩვენი ხმა.

მინდა, სალომე ზურაბიშვილს შევახსენო, მე მისი სიტყვები არ მავიწყდება. სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიულად განაცხადა, რომ არ შეიწყალებდა სააკაშვილს და ირინა ენუქიძის თვალები თვალწინ ედგა. ხვალ შეკრების მიზანი იქნება, რომ ეს შევახსენოთ. სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.  მინდა, შევახსენო მასაც და სრულიად საქართველოს, ის არის საშიში, დიდი მტერი, მას ბევრი ბოროტების გაკეთება შეუძლია, მთავარია, აქედან გააღწიოს მერე ნახავთ რას იზამს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა