პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest

წლის გმირი - უკრაინელი ხალხი

ნახვები: 1321 წლის გმირი - უკრაინელი ხალხი

გამოცემა NATION.GE (ნეიშენ ჯორჯია) და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიამ (APPR) 2022 წლის გმირი - უკრაინელი ხალხი - დაასახელა.

გადაწყვეტილება აკადემიის მრჩეველთა საბჭოსა და გამოცემის სარედაქციო ანალიტიკური კოლეგიის მიერ იქნა მიღებული. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული საომარი აგრესიის დროს უკრაინელი ხალხის მიერ გამოჩენილი თავდადება.

როგორც აკადემიაში აცხადებენ, იმ პირობებში, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრები პროგნოზებს გამოთქვამდნენ, რომ უკრაინის დედაქალაქი სამ-ხუთ დღეში დაეცემოდა, უკრაინელმა ხალხმა და ხელისუფლებამ გამოვლინეს სრული ერთიანობა და დაუჯერებელი თავდადება.

დღეს უკვე ყველასთვის თვალნათელია, რომ უკრაინა ამ ომში არ დამარცხდება. უკრაინელი ხალხის თავდადებამ და ბრძოლისუნარიანობამ  შესაძლებელი გახადა, რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გაშიშვლება და მსოფლიოს სახელმწიფოებისა და დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია კრემლის ძალადობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ.

სწორედ უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ გლობალურ კონტექსტში და ნათლად დაინახა რუსეთიდან მომდინარე საფრთხე, რაც დემოკრატიული ძალების გაერთიანების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა. უკრაინელი ხალხის შემართებისა და ბრძოლისუნარიონობისა და გმირობის შედეგია, რომ უკრაინის მოქალაქეების გვერდით იბრძვიან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და ქართველი მეომრების თავდადება ოქროს ასოებით ჩაიწერება თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისათვის ბრძოლის ისტორიაში.

გამოცემა NATION.GE-ს (ნეიშენ ჯორჯია) დამფუძნებლისა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის (APPR) დირექტორის, გოჩა მირცხულავას განცხადებით, უკრაინის, მისი მოსახლეობის - უკრინელი ხალხის აღიარება სავსებით ესადაგება ქართველი ხალხის უმრავლესობისა და საზოგადოების  განწყობას.

მასალის გამოყენებისას გთხოვთ მიუთითოთ წყარო.

ფოტო: კოლაჟი (nation.ge)

 --------

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა