საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

"თქვენ მარტო არ ხართ, იცოდეთ, რომ თქვენს უკან დგას სრულიად საქართველო" - კახა კალაძემ ქართველ ოლიმპიელებს მიმართა

ნახვები: 364 "თქვენ მარტო არ ხართ, იცოდეთ, რომ თქვენს უკან დგას სრულიად საქართველო" - კახა კალაძემ ქართველ ოლიმპიელებს მიმართა

ქართველი სპორტსმენების ტოკიოს ოლიმპიადაზე გაცილების ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა.

"მე ნამდვილად ვიცი, რომ ყველა თქვენგანს ჩემს შვილებთან ერთად გიგულშემატკივრებთ, რადგან მე მინდა ჩემმა შვილებმა ნახონ, რა არის საქართველოს სახელით ასპარეზობა და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს სახელით გამარჯვება, რაშიც დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ნამდვილად მოუტანთ საქართველოს დიდ რაოდენობა მედლებს, წარმატებას, სახელს და ბევრჯერ გავიგებთ საქართველოს ჰიმნს," - განაცხადა კახა კუჭავამ.

ქართველი სპორტსმენებს წარმატებები უსურვა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

"გულწრფელად მინდა წარმატებები გისურვოთ. თქვენ მარტო არ ხართ, იცოდეთ, რომ თქვენს უკან დგას სრულიად საქართველო. განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება ეს ოლიმპიადა, რადგან გულშემატკივრები არ იქნებიან დაშვებული და მესმის, რამდენად რთულია გულშემატკივრის გარეშე ასპარეზობა. მარგამ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ შორეული საქართველოდან თქვენ გეყოლებათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი. ეს იქნება სრულიად საქართველო. მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ დიდ გამარჯვებებს," - განაცხადა კახა კალაძემ.

ქართველი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან. ცოტა ხნის წინ ოლიმპიურ სოფელში სპორტსმენთა გაცილების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ოლიმპიურმა კომიტეტმა ის სპორტსმენები წარმოადგინა, რომლებიც ტოკიოში საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა