პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

იაგო ხვიჩია - სააკაშვილს თუ აქვს რესურსი, თავის საქმეზე ჯო ბაიდენმა დარეკოს, ბოროტმოქმედება იქნება, ეს გააკეთებინო ციხიდან გამოსაშვებლად, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებას ვთხოვდი

ნახვები: 490 იაგო ხვიჩია - სააკაშვილს თუ აქვს რესურსი, თავის საქმეზე ჯო ბაიდენმა დარეკოს, ბოროტმოქმედება იქნება, ეს გააკეთებინო ციხიდან გამოსაშვებლად, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებას ვთხოვდი

სააკაშვილს თუ აქვს რესურსი, რომ თავის საქმესთან დაკავშირებით ჯო ბაიდენმა დაურეკოს საქართველოში ნებისმიერს, ბოროტმოქმედება იქნება, ეს გააკეთებინო ციხიდან გამოსაშვებლად, ამხელა რესურსი თუ გაქვს, სხვა რამ უნდა სთხოვო. პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებას ვთხოვდი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიასთან დაკავშირებით, სადაც მაკფოლი აღნიშნავს: „ჯო ბაიდენმა და სხვა ლიდერებმაც უნდა მოუწოდონ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების უფლება“.

„სააკაშვილს თუ აქვს რესურსი, რომ თავის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაურეკოს საქართველოში ნებისმიერ ვინმეს, ბოროტმოქმედება იქნება, ეს გააკეთებინო იმისთვის, რომ ციხიდან გამოგიშვან. ამხელა რესურსი თუ გაქვს, სხვა რამ უნდა სთხოვო ჯო ბაიდენს „ქართული ოცნებისთვის“ გადმოსაცემად. თუ ამას გააკეთებ, ხალხი ციხიდან თავისით გამოგიშვებს. ეს რესურსი რომ მქონდეს, მე ასე მოვიქცეოდი. ამ წუთას, იმდენი რამე შეიძლება იყოს სათხოვარი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებას ვთხოვდი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქციებს, ხვიჩიას თქმით, „ნაცმოძრაობას“ ახლა პრიორიტეტად აქვს დაყენებული შიდასაარჩევნო კამპანია. მისივე თქმით, სააკაშვილის ფაქტორი საჭიროა, რათა შიდაკამპანიაში მიაღწიონ წარმატებას.

„როდესაც მიზანი სხვა რამეა, შედეგიც სხვა რამე გამოდის, ის არა, რა მოლოდინიც შეიძლება არსებობდეს. მე მგონია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა გადის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე, არათუ მათ შეერთებაზე. რაც უფრო მეტად დაიყოფიან, მით მეტი შანსი არსებობს სააკაშვილის გათავისუფლების“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა